ცხოველის ჯანმრთელობა = ადამიანის ჯანმრთელობა (მედია ვეტერინარიაზე)

ცხოველთა მკურნალი ჟურნალისტიკა “ერთიანი ჯანმრთელობის” პრინციპი – ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად. ვეტერინარიასთან დაკავშირებულ მოთხოვნები შემუშავებულია ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიდემიულოგიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების ასაცილებლად, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველთა კეთილდღეობისათვის.

თეა ლათიფაშვილი

რუსუდან გიგაშვილი

 მედიცინა კურნავს ადამიანს,

ხოლო ვეტერინარია – კაცობრიობას.

ივ. პავლოვი

 

შესავალი

როდესაც მაღაზიაში ვყიდულობთ ამა თუ იმ ცხოველურ პროდუქტს ან სოფელში დასასვენებლად ყოფნისას მეზობელი ბებია ახალი მოწველილი ძროხის რძით მოგვიკითხავს, ჩვენს წინაშე ადამიანის ჯანმრთელობის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის, უფრო კონკრეტულად კი „ცხოველთა კეთილდღეობის“ – ვეტერინარიის თემები ერთმანეთის პარალელურად აქტიურდება. საკითხთა ერთობლივობა ჩართულია იმ უწყვეტ ჯაჭვში, რომელიც “ერთიანი ჯანმრთელობის” პრინციპს ეფუძნება. როდესაც ბებიამ მთელი გულით მოგვართვა რძე, ვიცით თუ არა, რომ ძროხას გავლილი აქვს ყველა სავალდებულო აცრა, მდელო თუ ფერდობი სადაც ის იკვებება არის კეთილსაიმედო, მოწველისას  დაიცვა თუ არა ბებიამ ჰიგიენის ელემენტარული ნორმები. ასე რომ ერთი ჭიქა რძე, რომელიც ჩვენთვის სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო, შესაძლოა მავნებელი აღმოჩნდეს.

ვეტერინარიასთან დაკავშირებულ მოთხოვნები შემუშავებულია ცხოველის ან/და ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შესანარჩუნებლად, დაავადების წარმოშობის შემთხვევაში კერების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისათვის, ეპიდემიულოგიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასებისათვის, ცხოველის დაავადების ასაცილებლად, ცხოველური პროდუქტების კონტროლისა და ცხოველთა კეთილდღეობისათვის.

მედიას, მისი ქმედებებით შეუძლია სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს ადამიანებზე. სწორად ინფორმირებული ადამიანი ადეკვატურად ხვდება მის წინაშე წამოჭრილ პრობლემებსა და გამოწვევებს, არასწორი ინფორმაციის გავრცელება კი ზიანს აყენებს საზოგადოებას და მის ცალკეულ წევრებს.

ვეტერინარიის საკითხებზე მუშაობისას ჟურნალისტებმა უნდა გაიცნონ მისი არსი და ის ტერმინოლოგია, რომელთა გამოყენება ხშირად მოუწევთ.

პირველ რიგში საჭიროა ვიცოდეთ, რა არის ვეტერინარია. „ვეტერინარია (ვეტერინარული მედიცინა) – სამეცნიერო და პრაქტიკული საქმიანობა, რომლის მიზანია ყველა სახის ცხოველის, ფრინველის, თევზის, ფუტკრის, წყალ-ხმელეთა ძუძუმწოვარი ცხოველების, ამფიბიების, ემბრიონების, ცხოველთა კვერცხუჯრედების, საინკუბაციო კვერცხის, განაყოფიერებული ქვირითის (შემდგომში ცხოველები) სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა. ვეტერინარულ-სანიტარული თვალსაზრისით სრულფასოვანი და კეთილსაიმედო მეცხოველეობის პროდუქციის წარმოება და ცხოველებისა და ადამიანის საერთო სნეულებებისაგან მოსახლეობისა და ქვეყნის ტერიტორიის დაცვა.“  http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=4&t=1612

2014 წელს საქართველო 44 ქვეყანასთან ერთად მიუერთდა ახალი გლობალური თანამშრომლობის პლატფორმას, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში გავრცელებულ დაავადებებთან ბრძოლის ერთიანი სისტემის შემუშავებას. ამ სისტემაში ვეტერინარია წამყვანი მიმართულებაა.

იმის გამო, რომ რიგ შემთხვევებში ცხოველის/ფრინვლის მიერ გავრცელებული დაავადებები შესაძლოა ადამიანებისთვისაც  სახიფათო იყოს, მნიშვნელოვანია როგორც ვეტერინარების, ისე ჟურნალისტების სწრაფი ჩართულობა პროცესებში. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ საშიშ დაავადებებს, რომლებიც საერთოა ადამიანისა და ცხოველისთვის (ჯილეხი, ყვავილი, თურქული, ცოფი, ტუბერკულოზი, ბრუცელოზი და სხვა).

ვეტერინარიასთან დაკავშირებული მასალის გაშუქებისას ჟურნალისტის მიზანია  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საფრთხის შემცველი მოვლენების ისე გაშუქება, რომ პანიკის ნაცვლად საზოგადოებამ შეძლოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება, ისეთი ინფორმაციის მიწოდება, რომელიც ხელს შეუწყობს პრევინციული სამუშაოების ჩატარებას, აგრეთვე, მუდმივად ამყოფოს საზოგადოება საქმის კურსში ხელისუფლების მიერ ვეტერინარიასთან დაკავშირებულ საკითხებზე  მუშაობის შესახებ და შეასრულოს ერთგვარი მაკონტროლებლის ფუნქცია.

მაგალითები

ქართულ მედიაში ვეტერინერიის საკითხების გაშუქება არასისტემატურ ხასიათს ატარებს, გარკვეული თემით დაინტერესება ხშირად პრობლემის გამწვავების პერიოდში ხდება, შინაარსი ძირითადად სენსაციური ხასიათის მატარებელია ხოლმე. რამდენიმე წლის წინ საქართველო ჯერ ფრინველის, შემდეგ კი ე.წ.ღორის გრიპის ეპიდემიის წინაშე დადგა. დაავადებამ, რომლის შესახებაც სრულყოფილი ინფორმაცია არ არსებობდა, მოსახლეობაში პანიკა შექმნა. მედიასაშუალებები ძირითადად მშრალ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ და საკითხის სენსაციურად გაშუქებით იყვნენ დაკავებულნი. სწორედ ასეთი კუთხით გაშუქებამ და შესაბამისი სამსახურების ნაკლებად კომპეტენტურობამ გამოიწვია ის, რომ მოსახლეობამ, ფერმერებმა ათასობით ფრინველი და შინაური ცხოველი გაანადგურეს. მოგვიანებით, როგორც სახელმწიფო სტრუქტურებში, ისე ჟურნალისტურ წრეებში აიწია ინფორმირებულობის დონემ და გაჩნდა ინფორმაცია ვირუსებისგან ადამიანების და ცხოველების დაცვის შესაძლებლობის შესახებ.

როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, საინფორმაციო გადაცემებში ვეტერინარული საკითხები ძირითადად ნიუსებად არის წარმოდგენილი. მაგალითად: „რუსთავი 2“ – 02. 05.2015. http://rustavi2.com/ka/news/15314  „კურიერი“ ავრცელებს ინფორმაციას აიოვას შტატში ფრინველის გრიპის ეპიდემიასთან დაკავშირებით, რის გამოც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აქ არ არის წარმოდგენილი არც ამბის ბექგრაუნდი და არც სხვა ინფორმაცია შესაბამისი სამუშაოების, ან შედეგების შესახებ. იგივე ინფორმაციას ანალოგიურად ავრცელებს ტელეკომპანია „მაესტროც“ და GDS https://www.youtube.com/watch?v=miP-pepYDpM . ძირითადად მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით არიან დაკავებულები ონლაინ მედიის წარმომადგენლებიც. „ნიუ პოსტი“ (07.05.2015) http://www.newposts.ge/?l=G&id=74233 წერს იმის შესახებ, რომ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთიდან საქართველოში ცოცხალი ფრინველის, ხორცისა და კვერცხის იმპორტი შეზღუდა, რადგან თურქეთში ფრინველის მაღალპათოგენური გრიპი დაფიქსირდა. აქაც არ ჩანს ინფორმაცია გრიპის გამომწვევ მიზეზებე, საშიშროებებზე და თავდაცვის საშუალებებზე. ამასთან ერთად, ჟურნალისტი არ დაინტერესებულა, როგორია დაავადების გავრცელების არეალი, ან იყო თუ არა  ხორცის იმპორტის აკრძალვის აუცილებლობა.

განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახური იუწყება, რომ მიმდინარე ეტაპზე ბრუცელოზის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა ფერმერებს ვალდებულება ეკისრებათ ყველა მსხვილფეხა ცხოველი ლაბორატორიულად შეამოწმონ. თუმცა შემდეგ სიუჟეტში რატომღაც წვრილფეხა ცხოველებზე, ცხვრებზე გრძელდება სიუჟეტი. ჟურნალისტი ესაუბრება სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელსაც, რომელიც ცხოველთა იდენთიფიკაცია-რეგისტრაციის საკითხზე საუბრობს და რატომღაც არაფერია ნათქვამი ბრუცელოზის თემაზე. (03-03-2015) http://rustavi2.com/ka/news/10977  იგივე საკითხზე და იმავე პერიოდში (2015 წლის 9 მარტი) http://garb.ge/news/ssaqarthveloshi-mskhvilphekha-shinauri-tskhovelis-5-brutselozithaa-daavadebuli-video/ რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის მიერ წარმოებულ ყოველკვირეულ ტელეჟურნალ „მრავალკუთხედში“ საკითხი უფრო ფართოდაა გაშლილი, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველოში გამოკვლეულ მსხვილფეხა ცხოველთა 5 % ში ბრუცელიოზის დაავადება გამოვლინდა. საუბარია თუ რა გზებით გადადის დაავადება ცხოველიდან ადამიანზე, აგრეთვე სიმპტომები. მოყვანილია სტატისტიკა  სურსათის ეროვნული სააგენტოსა იგივე წარმომადგენელი და ფერმერთა ასოციაციის ხელმძღვანელი საუბრობენ დაავადებასთან ბრძოლის სტრატეგიაზე.

აღსანიშნავია ის, რომ ხშირად ვერ ხერხდება ინფორმაციის ამომწურავად გადმოცემა, არ ხდება პრობლემის სწორად დასმა და მათი გადაწყვეტის გზების ძიება, ამიტომ, ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებმა მეტი ყურადღება უნდა მიაპყრონ ვეტერინარიის საკითხების  და მათი გაშუქების სტანდარტების შესწავლას.

 

სავარაუდო თემატიკა

იმის გათვალისწინებით, რომ ვეტერინარიის მიზანია, ცხოველებთან ერთად ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ჟურნალისტებისთვისაც ეს ორი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული. ამისათვის  ჩამოვაყალიბებთ სამუშაო თემების სავარაუდო ვარიანტებს:

  • როგორია ქვეყანაში ვეტერინარიასთან დაკავშირებული ზოგადი მდგომარეობა. (ოფიციალური და სტატისტიკური მონაცემები)
  • როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია ვეტერინარიასთან დაავშირებულ პრობლემებზე.
  • რამდენად არის ჩართული სახელმწიფო ქვეყანაში ვეტერინარული კეთილსაიმედოობის შენარჩუნების საქმეში.
  • როგორია ქალთა ჩართულობა ვეტერინარიის განვითარებაში.
  • როგორ ხდება ქვეყნის დაცვა გადამდები დაავადებების გამომწვევების შემოჭრის, შემოტანისა და გავრცელებისგან.
  • ხდება თუ არა ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა და კონტროლი.
  • ხდება თუ არა დაავადებების დიაგნოსტიკა, დაავადებების საწინააღმდეგო პრევინციული და სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება.
  • როგორ ხდება ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის განსაზღვრა-შეფასება.
  • როგორია რისკები ადამიანებთან მიმართებაში ცხოველთა დაავადებების გავრცელების დროს და რა დაავადებებია ისინი.
  • როგორია ცხოველისა და ადამიანის საერთო დაავადებების სიმპტომები.
  • ხდება თუ არა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა ცხოველთა დაავადებების გავრცელების დროს და რა მეთოდებით.
  • როდგორია საზოგადოების ინფორმირებულობა ცხოველთა გავრცელებული დაავადებებისა და მათი ადამიანური რისკების შესახებ.
  • როგორია მდგომარეობა ცხოველური პროდუქტების კონტროლის თვალსაზრისით, განსაკუთრებით ცხოველთა ეპიდემიების დროს?
  • როგორია ვეტერინარიასთან დაკავშირებული რეგულაციები და საკანონმდებლო ბაზა.

ინფორმაციის წყაროები

ჟურნალისტი თავის სამუშაო პროცესში, თემის შერჩევის შემდეგ იწყებს ინფორმაციის შესაბამისი წყაროების მოძიებას. ვეტერინარიასთან დაკავშირებული კომპეტენტური წყარო შეიძლება იყოს: სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენელი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს თანამშრომელი, სტატისტიკის სამსახურის წარმომადგენელი, ვეტერინარი, ექიმი-ინფექციონისტი, ფერმერები და ფერმერთა გაერთიანებები, სასაკლაოების მუშაკები. ჟურნალისტი ინფორმაციას მიიღებს ბაზრებიდან და ცხოველური პროდიუტების რეალიზაციის სხვა ადგილებიდან. ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია ოფიციალური მასალებიდან და დოკუმენტებიდან, აგრეთვე ტრადიციულ და სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული მასალებიდან. აღნიშნულ წყაროებს შეუძლიათ ჟურნალისტების ინფორმირება, ან სხვა, თემასთან უფრო დაახლოებულ წყაროებთან გადამისამართება. აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნებისმიერი წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას მაინც სჭირდება გადამოწმება, გაანალიზება, რადგანაც შესაძლოა რესპონდენტი (გამიზნულად ან გაუმიზნავად) თავადაც ცდებოდეს არ ჰქონდეს დარგში მიმდინარე სიახლეების შესახებ ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტი აუცილებლად უნდა იცნობდეს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ   ამ საკითხზე ჩატარებულ სამუშაოებს, სახელმწიფოს მიდგომას/სტრატეგიას ვეტერინარიასთან დაკავშირებით.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ცხოველთა კეთილდღეობაზე მუშაობენ დონორი ორგანიზაციები: ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი(USDA), შვედეთის განვითარების სააგენტო(SIDA), ევროკავშირი(EU), გაერთიანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია(FAO), საფრთხეების შემცირებს თავდაცვის შესააგენტო(DTRA) და სხვა. ეს ორგანიზაციები ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ.

შედეგები

   ჟურნელისტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შეუძლია როგორც დადებითი, ისე უარყოფითი შედეგების მოტანა, ამიტომ მედიამასალის მომზადებისას აუცილებელია სიზუსტისა და ობიექურობის დაცვა. ჩვენ წარმოვადგინეთ მასალის გაშუქების რამდენიმე დადებით და უარყოფითი შესაძლო შედეგი.

სწორი ინფორმირებულობის შემთხვევაში ადამიანებს აქვთ ადეკვატური საქციელი, დროულად ატარებენ შესაბამის ზომებს, იცავენ საკუთარ და ცხოველების ჯანმრთელობას, პრობლემის გამწვავების შემთხვევაში ცდილობენ ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ზიანს შეამცირებს.

ინფორმაციის არასწორად, ან ზედმეტად სენსაციურად მიწოდების დროს ადამიანებს ხშირად ემართებათ ეიფორია და პანიკაში ვარდებიან. ვერ ხერხდება სწორი გადაწყვეტილების მიღება, რიგ შემთხვევებში იწვევს ზედმეტ სიმშვიდეს და გაუფრთხილებლობას. არასწორი ინფორმაციის გავრცელებამ შესაძლოა დააზარალოს მოსახლეობა, განსაკუთრებით ფერმერები ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით განხორციელებული ქმედებებით.

ამდენად, აუცილებელია, ჟურნალისტს გათვითცნობიერებული ჰქონდეს საკუთარი პასუხისმგებლობა აღნიშნული საკითხის გაშუქების დროს.

ბოლოს, აქვე მივანიშნებთ საიტებს იმ საკანონმდებლო აქტებსა და დაავადებებზე, რომლებიც ვეტერინატიის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებს გამოადგებათ.

 

არ დაგავიწყდეთ მიაკითხოთ დამატებით საცნობარო მასალებს, ამავე გვერდზე.

არ დაგავიწყდეთ ნახოთ აგროჟურნალისტიკის კარგი მაგალითები

არ დაგავიწყდეთ ჩაიხედოთ აგროკალენდარში

 

დაავადებები:

http://www.ncdc.ge/Category/Article/1673

http://agro.ge/index.php?m=1280

http://www.moa.gov.ge/contentimage/STRATEGIA_-geo_print.pdf

http://goo.gl/pizlZ3

http://goo.gl/pizlZ3

http://agro.ge/index.php?m=1298

http://agro.ge/index.php?m=1284

http://agro.ge/index.php?m=1294

https://matsne.gov.ge/ka/document/download/2381418/0/ge/pdf

http://agro.ge/index.php?m=1293

http://nfa.gov.ge/files/kanonebi/matsne-2541840.pdf

http://agro.ge/index.php?m=1286

http://agro.ge/index.php?m=1309

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2683007

http://agro.ge/index.php?m=1301

http://kalmaxi.ge http://agro.ge/index.php?m=1303

http://agro.ge/index.php?m=1259

 

საკანონმდებლო ბაზა:

http://nfa.gov.ge/files/sursatis_cxovelis_sakvebis_uvneblobis_veterinariisa_damcenareta_dacvis_kodeqsi.pd

http://nfa.gov.ge/files/mtavrobis%20dadgenilebebi/55.pdf

https://matsne.gov.ge/ka/document/view/61474

https://matsne.gov.ge/ka/document/view/2668783

http://nfa.gov.ge/files/wvrilfexa_pirutyvis_irentifikacia.pdf

http://nfa.gov.ge/files/_%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%AC%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98.pdfhttp://nfa.gov.ge/files/90.pdf

http://nfa.gov.ge/files/mtavrobis%20dadgenilebebi/55.pdf

http://nfa.gov.ge/files/saklavi_cxovelebis.pdf

http://agro.ge/index.php?m=1312

http://nfa.gov.ge/files/420.pdf

http://agro.ge/index.php?m=1311

http://agro.ge/index.php?m=1311