ცნობიერების ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე

„გარემოს ქმნი შენ“ – მედიის წამომადგენლებს ნარჩენების მართვის საკითხებთან დაკავშირებით სემინარი ჩაუტარდათ. რა ეტაპზეა საქართველოში ნარჩენების მართვის სტრატეგიის აღსრულება, როგორია ნაგავსაყრელების მდგომარეობა და რა ვიცით იმ ვალდებულებების შესახებ, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, დარგის სპეციალისტების ჩართულობით სემინარზე ყველა მნიშვნელოვან საკითხზე იმჯელეს.

გარემოს დაცვით საკითხებში მედიის როლსა და ინფორმაციის მოსახლეობამდე დროულად მიტანის მნიშვლებობაზე ისაუბრა გარემოსდაცვითი პოლიტიკის ექსპერტმა ხათუნა გოგოლაძემ. მისი განმარტებით, მოსახლეობას აუცილებლად უნდა მიეწოდოს სწორი და ობიექტური ინფორმაცია გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით.

ჟურნალისტებმა  ნარჩენების მართვის, კანონის აღსრულების, ჯანმრთელობისა და გარემოზე ნარჩენების ზემოქმედების, ჯარიმებისა და ახალი კონცეფციის შესახებ, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს   დეტალური ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდაშვილისგან მიიღეს.

სემინარი გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. აჭარა უკვე რიგით მესამე რეგიონია, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენელ ჟურნალისტებს გარემოსდაცვით საკითხებზე სემინარი ჩაუტარდათ.