ჩინთი – სოფელი, სადაც გაზიფიცირებას 10 წელია, უშედეგოდ ითხოვენ

თბილისიდან სულ 40 წუთში მდებარეობს სოფელი ჩინთი. სოფელი ულამაზესი ბუნებით, ტყეებით გარშემორტყმული და აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მოსახლეობით. სოფელი ცენტრალურ გზაზევეა, შესაბამისად, შატილში ფშავში ჩარგალში მიმავალი ნებისმიერი ტურისტი თუ ადგილობრივი მას გაივლის. კიდევ ერთი გარემობა, სოფელი ლამის ერთადერთია მსგავსი ლოკაციის მქონეთა შორის, სადაც ბუნებრივი აირი ამ დრომდე არ არის. ადგილობრივები გვიყვებიან რომ, მიუხედავად იმისა, რომ გაზის ცენტრალური მილი სოფლიდან დაახლოებით ერთ კილომეტრი მდებარეობს მათ წლებია ე.წ. ბალონებში გაზის შეძენა უწევთ, რაც გაცილებით ძვირია. მეორე პრობლემა, რომელიც საკითხს ახლავს საყოფაცხოვრებო მიზნით შეშის ჭრაა. მეტი ნათია ხუციშვილის რეპორტაჟში ნახეთ.