ღია და დახურული კითხვები გრუნტთან დაკავშირებით

0
ღია და დახურული კითხვები გრუნტთან დაკავშირებით საქართველოში 70–ზე მეტი დასახელების ბოსტნეული როგორც ღია, ისე დახურულ (სათბურები, კვალსათბურები, ფირდაფარებული შემთბარი გრუნტი) გრუნტში მოჰყავთ.

 

 

ნატო კაკაბაძე

მზია თადუმაძე

ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში  სოფლის მეურნეობას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.  ამდენად, ხელისუფლების სურვილი სოფლის მეურნეობის დარგები  პრიორიტეტულად გამოაცხადოს, სრულიად ლოგიკური და ლეგიტიმურია. განსხვავებულ პოლიტიკურ ხედვებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან სამეურნეო დარგის რეგულაციები და ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები ნაკარნახევია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის მოტივით.

აგროჟურნალისტიკის მომავალი

თანამედროვე სივრცეში სოფლის მეურნეობაში მიმდინარე რეფორმების პოპულარიზაცია და ამ კუთხით საზოგადოების ინფორმირება  დარგის მიმზიდველობის გარანტიაა.ბუნებრივია, ამ  მიმართულებით ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული სტანდარტების დაცვა და ეფექტიანად წერის სპეციფიკის ათვისება  არამარტო სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და დარგის საუკეთესო პრაქტიკის შესახებ  ინფორმაციის გადაცემას შეუწყობს ხელს, არამედ განავითარებს აგროჟურნალისტიკას- ჟურნალისტიკის ძალზედ სპეციფიკურ  მიმართულებას. .ინგლისში მოღვაწე აგროჟურნალისტი, საერთაშორისო ტრენერი აგროჟურნალისტიკის საკითხებში  ჰეზერ როუს ბრიგსი მიიჩნევს, რომ საქართველოში აგროჟურნალისტიკას დიდი მომავალი აქვს.

საფრთხეები და გამოწვევები

გლობალური დათბობის პოზიტიური თუ ნეგატიური ზეგავლენა გარემოზე სწრაფად აისახება. დედამიწის ატმოსფეროში საშუალო ტემპერატურის ზრდის პროცესი მრავალმხრივ ზიანს აყენებს კაცობრიობას. იზრდება კატასტროფები, სიკვდილიანობა, საკვებით უზრუნველყოფის საშიშროება. როგორც წესი, ეს პროცესი ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობას აზიანებს .ასეთ ვითარებაში  დარგის განვითარების პერსპექტივაზე ,არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე მსჯელობა  ძალზედ აქტუალურია.

რა უნდა იცოდეს ჟურნალისტმა ღია და დახურული გრუნტის შესახებ?

საქართველოში წარმოებული 70-ზე მეტი დასახელების ბოსტნეულიდან ღია გრუნტში მხოლოდ ნაწილის მოყვანაა შესაძლებელი.თუმცა,  მოსავლის მოყვანის ასეთმა წესმა, საადრეო ბოსტნეულის წარმოება შესაძლებელია მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ზამთრის პირს და ადრეგაზაფხულზე ღია გრუნტში ტარდება მოხვნის, თესვის, წინა და რიგთაშორისი  დამუშვების სამუშაოები.

ძირითადი ხვნის ანუ მზრალად ხვნის მიზანია შექმნას ნიაგდაგში ტენის მარაგი და გააუმჯობესოს მიკრობიოლოგიური პროცესები.

დამუშავების მეორე სტადია გაზაფხულზე იწყება,როდესაც ხდება  მზრალად მოხნული მიწის ხელმეორედ გაფხვიერება და ზედაპირის მოსწორება.

მოგვიანებით ტარდება თესვის შემდგომი დამუშავება,რაც აფერხებს ნიადაგის ქერქის წარმოქმნას და ხელს უწყობს  მცენარეთა ფესვების სისტემის  განვითარებას. ამავდროულად,აძლიერებს ბოსტნეული კულტურების გამძლეობას კლიმატური პირობების გაუარესების შემთხვევაში.

ღია გრუტში ბოსტნეული კულტურების ზრდა-განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ნიადაგის ოპტიმალური ტენიანობის შენარჩუნება, რაც ორი გზით არის შესაძლებელი: დაწვიმებით და ნაღარებით. დაწვიმებით მორწყვის დროს ნიადაგის მოსწორება  არ არის საჭირო მაშინ, როცა ნაღარებით მორწყვის დროს ნიადაგს სჭირდება მოშანდაკება, ნაღარების დაჭრა.ეს კი ერთიორად ზრდის სარწყავი ქსელის გაყვანის ხარჯებს.

დახურული გრუნტი

სასოფლო-სამეურნეო სექტორი წარმოუდგენელია ნიადაგში ტენის შემცველობის გარეშე. ამდენად, კლიმატის გაუარესება  არღვევს ნიადაგის სტრუქტურას და ართულებს კულტურულ მცენარეთა ბუნებრივ პირობებში მოყვანის შესაძლებლობას. ამავდროულად, საჭირო ხდება ერთ ნაკვეთზე წელიწადში რამდენიმე მოსავლის მოყვანა.ამ პრობლემის დასაძლევად წარმატებით გამოიყენება სასათბურე მეურნეობები, სადაც ბოსტნეული მცენარეების თითქმის 40 პროცენტი  მოჰყავთ.

დაცული გრუნტის რამდენიმე სახე არსებობს: შემთბარი გრუნტი, კვალსათბურები და სათბურები. აქედან ყველაზე მარტივი სახეა შემთბარი გრუნტი, რომელსაც საჩითილეებად იყენებენ.

არსებობს კვალსათბურების ბევრი სახე :ცალფერდა, ორფერდა, ჩაღრმავებული, მიწისზედა, ბიოლოგიური ან ტექნიკური გათბობით.ჩვენში გავრცელებულია ცალმხრივად დაქანებული, ჩაღრმავებული, ნახევრად ჩაღრმავებული ან მიწისზედა კვალსათბურები.

უფრო რთული ტიპის საკულტივაციო ნაგებობაა სათბურები, რომელშიც მუშაობა ტარდება შენობის შიგნით.სათბურები არის ცალფერდა,ორფერდა, ბლოკის ან ანაგის. კვალსათბურებთან შედარებით მათ შემდეგი უპირატესობა  გააჩნიათ:

  • სათბურები გამოიყენება ყოველგვარი ბოსტნეულის მოსაყვანად
  • ზოგი სამუშაო მექანიზებულად სრულება
  • ნაკლებია ტემპერატურის მერყეობა
  • უკეთესია განათების პირობები
  • წლის განმავლობაში გაცილებით მეტი რაოდენობის მოსავლის აღებაა შესაძლებელი

მცირე ისტორია

სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენება მსოფლიო მასშტაბით  ევროპაში ადრეულ , იმპერიულ ეპოქებში დაიწყო. მოგვიანებით  გარემოს კონტროლირებად ტერიტორიაზე  მცენარეთა მოყვანის შესახებ მეცნიერული  ნაშრომიც შეიქმნა აზიის ქვეყნებში.თუმცა სათბურების ოქროს ხანა  მაინც ევროპის კონტინენტზე დადგა.  ამ მხრივ ნიდერლანდებმა და ინგლისმა ილიდერეს. ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ სწორედ მათი გამოცდილების კვალდაკვალ დღეს მესათბურეობა მსოფლიოში მნიშვნელოვანი დარგი გახდა.

ადგილობრივი გამოცდილება

საქართველოში მესათბურეობა ახალი დარგი არ არის, თუმცა   მისი მასშტაბებია არსებითად არ გაზრდილა.მიუხედავად იმისა ,რომ საქართველოს უმეტესი რაიონები სასოფლო-სამეურნეო პროფილისაა, სასათბურე მეურნეობებში მოსახლეობის შედარებით მცირე ნაწილი, ძირითადად  ქალებია დასაქმებული.  ჯერ კიდევ ქვეყნის ბევრ რაიონში  კუსტარული, მარტივი  მეურნეობებია,მაგრამ მათ გვერდით შენდება თანამედროვე, ოპტიმალური კონსტრუქციებით აგებული  სათბურები,რომლებშიც გამოყენებულია უნივერსალური გადასახური მასალები,ტემპერატურის რეგულატორები  და მორწყვის წვეთოვანი სისტემა.

„აწარმოე საქართველოს „ სახელმწიფო პროექტის ფარგლებში გარდაბნის რაიონის სოფელ  კაპანახჩში თანამედროვე ტიპის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა ფუნქციონირებს. პროექტი თანაინვესტირების ფონდისა და სასათბურე მეურნეობის განვითარებაში წამყვანი ფრანგული კომპანია რიშელ ჯგუფის (RISEL CROUP) ერთობლივი ინვესტირების შედეგად განხორციელდა.  ჟურნალისტებმა სასათბურე მეურნეობების პოპულარიზაციის მიზნით უნდა გააშუქონ მსგავსი ფაქტები, რადგან ამ ძალზედ სპეციფიკურ სფეროში პოზიტიური მასალები უფრო მუშაობს.

როგორც ირკვევა, სახელმწიფო პროექტი „დანერგე მომავალი“ , რომელიც  მთელი საქართველოს მასშტაბით 2 წლის განმავლობაში 15 მილიონ ლარის დანახარჯზეა გათვლილი, იმერეთის რეგიონში სირთულეებს უქმნის მცირეფართობიანი მიწის მფლობელებს. პროექტის მიხედვით უნდა დაფინანსდეს 5-დან 20 ჰექტრამდე მიწის მფლობელები, ასეთები კი იმერეთში ბევრი არაა. ჟურნალისტების მოვალეობაა დაწერონ მსგავს პროექტებზეც  და  მოსახლეობის პრობლემებსა და მათ გადასაწყვეტად შექმნილ სხვადასხვა სტრუქტურებს შორის ერთგვარ შუამავლის როლი შეასრულონ.

    კითხვები და რეკომენდაციები

სოფლის მეურნეობის კონკრეტული საკითხის სერულყოფილად  გაშუქება გულისხმობს ჟურნალისტის მიერ სათანადო ცოდნის დაგროვებას დარგში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე.მასალის მომზადებისას მნიშვნელოვანია ჟურნალისტმა იცოდეს:

რა სახის მეურნეობები არსებობს  რეგიონში და  როგორია მათი სპეციფიკა?

როგორია მათი დაფინანსების ფორმები( თანადაფინანსება, ინვესტირება და ა. შ.)?

რომელი სახელმწიფო სტრუქტურები ახორციელებენ მონიტორინგს და რა სიზუსტით(ნიადაგის აგროქიმიური  ანალიზი, მინერალური კვების რეჟიმის დოზირება,ახალი ტექნოლოგიების აპრობირება და ა. შ.)?

როგორია მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლების მომტანი სფეროს რესურსული ბაზა?

რამდენად მაღალია მოსავლის ხარისხობრივი მაჩვენებელი?

მოსახლეობის რა ნაწილია დასაქმებული მეურნეობებში და რატომ?

დაცულია თუ არა აგროკულტურული პროცესები?

დაცულია თუ არა მოსახლეობა მინერალური სასუქების გადაჭარბებული დოზით მოყვანილი პროდუქციისგან და ა.შ.

ამ ტიპის კითხვებზე პასუხების ძიება გაუმარტივებს ჟურნალისტს ინფორმაციის მოპოვების პროცესს და შესაბამისად, მასალას უფრო საინტერესოს გახდის. ასევე, კვალიფიციურად მომზადებული მასალა შეასრულებს  არა მარტო ინფორმაციის მიწოდების ფუნქციას, არამედ  მოსახლეობის დაინტერესებისა და ბიზნესის გაზრდის თვალსაზრისით იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი.

     დასკვნა

სოფლის მეურნეობის განვითარებისა და მოსახლეობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას, რამდენიმე საჯარო სტრუქტურა ემსახურება. მათი საქმიანობის კონტროლი, შფასება და მონიტორინგი რეგიონული მედიის მოვალეობაა.რეზონანსულ მოვლენებს სწორედ მედია უნდა აშუქებდეს და შესაბამისად,  ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებასაც ახდენდეს.

 

სასარგებლო რესურსები

საქართველოს კონსტიტუცია, www.codex.ge

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო,www.mod.gov.ge

საქართველოს კანონი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ, https://matsne.gov.ge/ka/document/view/32998

სსიპ -საქართველოს  საკანონმდებლო მაცნე.www.matsne.gov.ge

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი,http://www.srca.gov.ge

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო, nfa.gov.ge

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, http://apma.ge/

რეგიონალური მედიის ვებ-გვერდები.

 

 

არ დაგავიწყდეთ მიაკითხოთ დამატებით საცნობარო მასალებს, ამავე გვერდზე.

არ დაგავიწყდეთ ნახოთ აგროჟურნალისტიკის კარგი მაგალითები

არ დაგავიწყდეთ ჩაიხედოთ აგროკალენდარში

 

 

Comments are closed.