ქშიშტოფ მილერის სახელობის ფოტოკონკურსი – ვადა 21.10.2020

გეოგრფაია-მსოფლიო

პოლონური მედია ორგანიზაცია Agora SA https://www.agora.pl/en Gazeta Wyborcza-თან პარტნიორობით ორგანიზებას უწევს კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც დამწყებ ისე პროფესიონალ ფოტოგრაფებს.

კონკურსი მიესალმება ფოტო ნამუშევრებს, რომელებიც ასახავს ღრმა, სამართლიან და უშიშარ ხედვას რთული სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პრობლემებისადმი.

მონაწილეებმა უნდა წარადგინონ 7-დან 12-მდე ფოტო ნამუშევარი. მათგან მინიმუმ 5უნდა იყოს შექმნილი 2019 წლის 1 სექტემბრიდან 2020 სექტემბრამდე.

მთავარი პრიზი – 10 000 ზლოტი, გაიცემა ასევე პრიზი 3 000 ზლოტის ოდენობით კატეგორიაში „თავისუფლება, სოლიდარობა, ტოლერანტობა“ .

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 21 ოქტომბერი 2020 წ.