ქართული თაფლი ბერლინის საერთაშორისო გამოფენაზე

ქართული თაფლი წელს პირველად ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ექსპოზიციაზე გატანილი ქართული თაფლი სრულად შეესაბამება ევროპულ სტანდარტს და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნებს სრულად აკმაყოოფილებს. თაფლთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა ქართული ტრადიციული ალკოჰოლური, უალკოჰოლო სასმელები, საკვები პროდუქტები ენახა და დაეგემოვნებინა.

ქართულმა კომპანიებმა საკუთარი პრდუქცია „მწვანე კვირეული 2019-ის“ ფარგლებში წარადგინეს. ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენა უკვე 84 წელია ყოველწლიურად იმართება.

20-მდე ქართველ მწარმოებელთან ერთად, გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 2000-ზე მეტმა კომპანიამ 100 000-ზე მეტი სხვადასხვა სასურსათო პროდუქცია წარმოადგინა.

შეგახსენებთ, რომ DCFTA-ს ფარგლებში ქართული თაფლის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში დაშვებულია, თუმცა ჩვენი ქვეყნიდან აღნიშნული პროდუქტი ჯერ ევროპის ბაზარზე არ გატანილა.

წყარო: mepa.gov.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp