ქართველი სტუდენტები ლიტვაში [Video]

ლიტვის უნივერსიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ 70 სტუდენტს უფასო სწავლას სთავაზობენ. სტიპენდიით ქართველ სტუდენტებსაც შეუძლიათ სარგებლობა. განაცხადის შეტანის ვადა ნებისმიერ სპეციალობაზე მაისამდეა შესაძლებელი. ეს ერთ-ერთია იმ საგანმანათლებლო პერსპექტივათაგან, რომელზეც  22 თებერვალს ლიტვის საელჩოში გამართულ შეხვედრაზე პარტნიორი სახელმწიფოს სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

“მე  მოხარული ვარ, რომ ლიტვაში ქართველი სტუდენტების რიცხვი წლიდან წლამდე იზრდება , მათმა რაოდენობამ უკვე ორასს მიაღწია”-განაცხადა საქართველში ლიტვის ელჩმა გიედრიუს პუოჯუნასმა.

“ვილნიუს გედმანას  ტექნიკური უნივერსიტეტის” წარმომადგენელის დევილია დენიეტეს , თქმით მათ უნივერისტეტში უკვე 40 ქართველი სტუდენტი სწავლობს. ქართველი სტუდენტებისთვის ყველაზე მიმზიდველ სპეციალობებს კი , სამოქალაქო ინჟინერია , გარემოს ინჟინერია და არქიტექტურა წარმოადგენს.

შეხვედრას  ქართველი სტუდენტებიც ესწერებოდნენ,  მათ დამსწრე საზოგადოებას ლიტვაში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს. როგორც ქართველი სტუდენტი სოფო ტაბატაძე ამბობს, ლიტვაში ენის სასწავლებლად 3 თვიანი პროგრამით იყო წასული, სწავლის პარალელურად გაეცნო იქაურ კულტურას, შეიძინა უამრავი მეგობარი, უკეთ გაეცნო ლიტვური განათლების პრიორიტეტებს და ახლა ემზადება უფრო გრძელვადიანი საგანმანათლებლო ვიზიტისთვის.

სინქრონები:

  • გიედრიუს პუოჯუნასი – ლიტვის ელჩი საქართველოში;
  • დევილია დენიეტე – “ვილნიუს გედმანას ტექნიკური უნივერსიტეტის” წარმომადგენელი;
  • სოფო ტაბატაძე – ლიტვური ენისა და კულტურის ცენტრის ვიცე პრეზიდენტი.

ავტორები:

მარიამ ჩიქოვანი, ლერი ზაქაიძე.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp