ქართველი მოსწავლეები 2018 წლის მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში ასპარეზობას განაგრძობენ [Video]

0

2016-2017 წლებში, საქართველოში სასკოლო- სპორტულ ოლიმპიადის სამ სახეობაში,  მძლეოსნობაში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბადმინტონში  გამარჯვებული გოგონათა და ვაჟთა ექვსი გუნდი  მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს თბილისის, ქუთაისის, ახალციხისა და ქედის სკოლები წარადგენენ.   საგზურის მოსაპოვებლად, ახალგაზრდა სპორტსმენებს  რამდნიმე საფეხურის გავლა მოუწიათ. მათ მუნიციპალურ, რეგიონულ და ზონალურ თამაშებზე პირველი ადგილები დაიკავეს.

მძლეოსნობაში გამარჯვებული გუნდები საფრანგეთში, მაგიდის ჩოგბურთში წარმატებულები მალტაში,  ხოლო ბანმდინტონში საუკეთესოები ინდოეთში გაემგზავრებიან.

თებერვალში მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატზე ხელბურთისა და ფუტზალის გოგონათა და ვაჟთა გუნდებმა უკვე იასპარეზეს.

ოლიმპიადის ორგანიზატორების განცხადებით, საერთაშორისო ასპარეზზე თამაში, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასთან ერთად, მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაცია, რათა სპორტით უფრო აქტიურად დაკავდნენ.

სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა, “საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის” ორგანიზებით, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროების დახმარებით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

სინქრონები:

  • მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი;
  • კონსტანტინე ამირაჯიბი  – საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი;
  • ლილე ლანჩავა – ქუთაისის 21-ე საჯარო სკოლის მოსწავლე.

 

 

Comments are closed.