გეოგრაფია – მსოფლიო
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან ახალგაზრდა ფოტოგრაფები და სტუდენტები მთელი მსოფლიოდან.
UN-Habitat და ბისკრას უნივერისტეტის ლაბორატორია (Laboratory of Architecture and Environmental Design) უძღვებიან ფოტოკონკურსს „ჩვენ ვაფასებთ ჩვენ თემს, ქალაქებსა და რეგიონს.“
მიიღება ფოტოები, რომლებიც ასახავს: საზოგადოების წვლილს ქალაქად თუ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლებაში; სოფელსა და ქალაქს შორის არსებული კავშირს.
განაცხადს თან უნდა ერთვოდეს პროექტის აღწერა არაუმეტეს 100 სიტყვისა არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ თუ ესპანურ ენაზე.
გამარჯვებულები ხუთივე კატეგორიაში მიიღებენ სერტიფიკატებს.
დაწვრილებით იხილეთ აქ.
ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.
ვადა: 31 მარტი 2021 წ.