ფოტოკონკურსი – ბოლო ვადა 13.01.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

Transparancy and Accountability Initiative-ს საგრანტო კონკურსი მიმართულია გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საკითხებზე მსჯელობის სტიმულირებისაკენ.  პროექტი საშუალებას აძლევს ფოტოგრაფებს ამ საკითხებზე იმუშავონ. გამარჯვებულს გამოავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია გამოცდილი ფოტოჟურნალისტებით. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც გამოცდილ ისე დამწყებ ფოტოგრაფებს 18 წელს ზემოთ.

გამარჯვებული გამოვლინდება 2020 წლის თებერვალში. ის გრანტის სახით მიიღებს 8 000 დოლარს, რაც მისი პროექტის განხორციელებას უნდა მოხმარდეს. უნდა მოამზადოს მინიმუმ 30 ფოტო, დაკავშირებული სახელმწიფო და კორპორატიულ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებასთან.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 13 იანვარი 2020 წ.