ფონდ Resilience-ის სტიპენდია – ბოლო ვადა 15.11.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

ფონდი Resilience, რომელიც წარმოადგენს ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გლობალურ ინიციატივას, იღებს განაცხადებს ახალ სტიპენდიებზე.

განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს და სხვა მოქალაქეებს, რომელთა ცხოვრებაზეც გავლენას ახდენს ორგანიზებული დანაშაული.

პროგრამის მიზანია, შეიქმნას საერთო პლატფორმა, რომელზეც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად ძალების გაერთიანებას შეძლებენ ჟურნალისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები და სხვა აქტივისტები. სტიპენდიის ზომა – 15 000 დოლარი. სტიპენდიანტებს ასევე გაუწევენ კონსულტაციებს და ექნებათ პროფესიული კონტაქტების დამყარების საშუალება.

განაცხადს თან უნდა ახლდეს პროექტის აღწერილობა. პროექტს უნდა ჰქონდეს კავშირი მიმდინარე წლის თემასთან – „დაკავშირებული ორგანიზებულ დანაშაულთან, ადამიანების გაუჩინარება“.

პროგრამის მონაწილეები თავისუფლად უნდა ფლობდნენ სამიდან ერთ-ერთ ენას: ინგლისური, ფრანგული ან ესპანური.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადის მიღების ვადა: 15 ნოემბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.