ფოთში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ფერომონების დამონტაჟება დაიწყო [Video]

დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა ფოთში ფერომონიანი დამჭერები დაამონტაჟეს.

ვახტანგ მეტრეველის განმარტებით, „მოიზიდე და მოკალი“ -ის მეთოდი ამ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მოზამთრე ფაზის დროს საცხოვრებელ სახლებსა და შენობა-ნაგებობებში რაც შეიძლება მცირე რაოდენობის მავნებელმა  გადაინაცვლოს.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ვახტანგ მეტრეველი – სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფის წევრი.