უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თვამჯდომრის მოადგილედ გია აბულაძის კანდიდატურას დაუჭირეს მხარი. გადაწყვეტიელბა, დღეს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე მიიღეს. თავად აბულაძე, სხდომას არც ამჯერად ესწრებოდა. ბიურომ, დღესვე იმსჯელა ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანაზე. კერძოდ, განიხლება პროექტი, რომლის მიხედვითაც, თუ კი კერძო პირი დააზიანებს საჯარო უწყების ბალანსზე არსებულ ქონებას, მოუწევს ზარალს ანაზრაურება, დათქმულ ვადაში. ბიუროს შემადგენლობამ, განიხილა 2021 წლის ორი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების საკითიც.

© TV25.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp