დონბასის რეგიონში, რუსული ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ფრანგული ტელეკომპანია BFMTV-ს ჟურნალისტი, ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი ემსხვერპლა. ინფორმაცია ამის შესახებ დაადასტურა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა.
„ჟურნალისტი ფრედერიკ ლეკლერკ-იმჰოფი უკრაინაში ომის რეალობის საჩვენებლად იმყოფებოდა. ჰუმანიტარულ ავტობუსში მშვიდობიანი მოქალაქეების გვერდით, რომლებიც იძულებულნი იყვნენ რუსულ ბომბებს გაქცეოდნენ, ის სასიკვდილოდ დაჭრეს“, – წერია მაკრონის მერ გამოქვეყნებულ ტვიტში.
Journaliste, Frédéric Leclerc-Imhoff était en Ukraine pour montrer la réalité de la guerre. À bord d’un bus humanitaire, aux côtés de civils contraints de fuir pour échapper aux bombes russes, il a été mortellement touché.
— Emmanuel Macron (@EmmanuelMacron) May 30, 2022
მანამდე ლუგანსკის ოლქის უკრაინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი გაიდაიმ განაცხადა ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის ჟურნალისტის გარდაცვალების შესახებ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრიდან სამ თვეში სულ მცირე 23 ჟურნალისტი დაიღუპა. ინფორმაცია უკრაინაში დაღუპული და დაშავებული ჟურნალისტების შესახებ ვრცლად ნახეთ აქ.