ტრენინგი ჟურნალისტებისთვის – სამხედრო და პოლიტიკური ქმედებების შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება

რონდელის ფონდი მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ჟურნალისტებისთვის ტრენინგს აცხადებს.

“რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე მსოფლიო გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა და გარკვეულწილად, გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის ცვლილებას შეუწყო ხელი. დეზინფორმაციის დიდი ნაკადის პირობებში, მნიშვნელოვანია ჟურნალისტების მიერ სამხედრო თუ პოლიტიკური ქმედებების შესახებ გადამოწმებული ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და სწორი გაშუქება.”

ტრენინგი შედგენილია მოქმედი ჟურნალისტებისთვის, რომლებიც მუშაობენ ტელევიზიებში, ბეჭდურ და ელექტრონულ მედიაში და აშუქებენ საგარეო პოლიტიკას, საერთაშორისო ურთიერთობებსა და ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ტრენინგი ჩატარდება 15 ივნისიდან – 12 ივლისამდე (2 საათი კვირაში სამჯერ, დილის საათებში).

ადგილი: რონდელის ფონდი, შიო ჩიტაძის ქ. 3ა

ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად მსურველებმა რეზიუმე და სამოტივაციო წერილი უნდა გააგზვნონ ელ.ფოსტაზე: Info@gfsis.org 5 ივნისამდე. ადგილები შეზღუდულია.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp