ტრენინგი აგროჟურნალისტიკაში

25-29 აპრილს, შვეიცარის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს Mercy Corps-ის კავკასიის ალიანსების პროგრამის მხარდაჭერით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის, მაუწყებელთა ალიანსისა და სომხეთის მედიის ინიციატივების ცენტრის ორგანიზებით – აგრომედიატური და აგროჟურნალისტური ტრენინგი გაიმართა. 25-26 აპრილს, მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონი მედიატურის ფარგლებში მოინახულეს, ხოლო პროექტის დასკვნით ნაწილს, 27- 29 აპრილს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. 27 აპრილს, საინფორმაციო ტური და აგროჟურნალისტიკის ტრენინგი, კსუ-ს მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის ბაზაზე გაიმართა, სადაც პროექტის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, კსუ-ს კანცლერი ვახტანგ წივწივაძე შეხვდა და მარანი – ,,კოლხი“ დაათვალიერებინა. პროექტის მონაწილეებმა ,,სამეზობლო აგროგილდიის“ შეთანხმების სიმბოლური ხელმოწერის ცერემონიაც ჩაატარეს. 28 და 29 აპრილს, მედიატურის მონაწილეებს კსუ-ს მულტიმედია ცენტრმა უმასპინძლა. ,,სამეზობლო აგროგილდიას“ სწავლებაში, ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, ბრიტანელი აგროჟურნალისტი – ჰეზერ ბრიქსი ჩაერთო. ,,სამეზობლო აგროგილდია“ მიზნად ისახავს საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის იმ აქტორთა გაერთიანებას, რომლებიც თავიანთ ქვეყნებში სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით სხვადასხვა სექტორში მუშაობენ. პროექტის მიზანია დარგის განვითარებისა და თანამშრომლობისათვის კოორდინაციის, ადვოკატირებისა და კომუნიკაციის საერთო საინფორმაციო სივრცე შეიქმნას.

 

ყველა ფოტო იხილეთ აქ.