ტელეარხი „დოჟდი“ სტუდიიდან მაუწყებლობას საქართველოდანაც აპირებს

რუსულმა დამოუკიდებელმა არხმა “დოჟდი” ლატვიის მედია საბჭოსგან მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო.  „დოჟდი“ ლატვიაში რეგისტრირებული ტელეარხების სიაში 9 ივნისიდან გამოჩნდება. გარდა ამისა, არხი სტუდიიდან მაუწყებლობას აპირებს ნიდერლანდებიდან, საფრანგეთიდან და საქართველოდან. 

„9 ივნისს მაუწყებლობის დაწყებას ვერ შევძლებთ, მაგრამ ეს მალე მოხდება, როდესაც მზად ვიქნებით. ბევრი გეგმა გვაქვს – სხვადასხვა სტუდიიდან ვაპირებთ მაუწყებლობას ლატვიაში, ნიდერლანდში, საფრანგეთსა და საქართველოში. მცირედით დავიწყებთ და გავფართოვდებით საეთერო ბადეში. ძალიან მოგვენატეთ და ვიმედოვნებთ, თქვენც. ყველა დეტალი – მალე!“ –  დაწერა ტელეარხის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ საკუთარ facebook გვერდზე. 

დოჟდი რუსეთში დაახლოებით 10 წლის განმავლობაშ მაუწყებლობდა. ტელეარხის შემდგომი ფუნქციონირება შეუძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის სახელმწიფო დუმამ  „ყალბი ამბების შესახებ“ მიიღო კანონი.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp