სწავლება ეფექტური მეურნეობისთვის – “ფერმერთა ასოციაციის” ახალი პროექტი [Video]

განათლების მნიშვნელობა ფერმერების წარმატებული მომავლისათვის-საკითხზე ფერმერებმა, მთვარობის და არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. უკვე არსებული გამოცდილებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ასკვნიან, რომ საჭირო უნარების გარეშე ფერმერთა ხელშემწყობ პროგრამებს სთანადო შედეგი ვერ მოაქვს.

შექმნილი დეფიციტის შესავსებად, ფერმერთა საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით სპეციალური პროექტი  „სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება“ ამოქმედდა, რომელიც დამწყებ ფერმერებს პროფესიული განვითარების საშუალებას აძლევს. პროგრამაზე რეგისტრირებული 160 აპლიკანტიდან 102 უკვე შეირჩა. ისინი საქართველოს 6 რეგიონში მეხილეობის, მეცხოველეობის, მეფუტკრეობის და ვეტერინარიის მიმართულებით გადამზადდებიან.

სწავლების ახალი მოდელის დანერგვის ძირითად მიზანს სოფლის მეორნეობაში პროფესიონალთა ახალი თაობის განვითარება წარმოადგენს.

პროექტს “ფერმერთა ასოციაცია” გაეროს და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის მხარდაჭერით ახორციელებს.

ავტორი:

ერეკლე ხიტალიშვილი, თათია შაიშმელაშვილი.