სტუმარმასპინძლობა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ [Video]

ორიგინალური იდეა აზიური ფაროსანას დასამარცხებლად-ინჟინერი დიმიტრი მანაგაძე მავნებელთან ბრძოლისათვის ზამთრის ყინვების გამოყენებას გვთავაზობს. ინიციატივა სახელწოდებით “სტუმარმასპინძლობა” მან სოციალური ქსელის მეშვეობით გადაცემა „აგრო სიახლეებს“ გაუზიარა, იდეის შინაარსი კი შემდეგში მდებარეობს: განსაკუთრებულად ცივ დღეებში, სოფლის ან სხვა ტიპის დასახლების მცხოვრებთა ერთი ნაწილი საკუტარ სახლებს ტოვებს და რამდნეიმე დღით საცხოვრებლად  დარჩენილ ნაწილს სტუმრობს. ამ პერიოდშ სახლ-კარს ღიას ტოვებს და იმედოვნებს, რომ გამოსაზამთრებლად შესახლებული მავნებელი გაყინება, ამის შემდეგ მოქალაქეები სტუმრისა და მასპინძლის როლს ცვლიან.

მსოფლიო სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით, სურსათის ეროვნულ სააგენტოში, განამრტავენ, რომ არახელსაყრელი გარემო პირობების დადგომისას, (გვალვა, ყინვა, საკვების დეფიციტი) მწერები გადადიან  მდგომარეობაში, როდესაც ორგანიზმში ჩერდება  ფიზიოლოგიური პროცესები და მავნებელი  მოსვენების სტადიაში იმყოფება. ამ დროს იგი არ იკვებება და არ მრავლდება. ზოგადად ხეშეშფრთიანების რაზმის წარმომადგენლები (მათ შორის აზიური ფაროსანა) სითბოსმოყვარული მწერებია და ვერ უძლებენ ზამთრის ყინვებს, ამის გამო აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ეძებს თავშესაფარს ტყეში და შენობა-ნაგებობებში, სადაც იზამთრებს.

მეცნიერებმა შეისწავლეს აზიური ფაროსანას გავრცელებისათვის ხელსაყრელი კლიმატური პირობები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში. დადგენილია ,რომ აზიური ფაროსანა კარგად მრავლდება და იწვევს მაღალ მავნეობას იმ ქვეყნებში სადაც ზამთრის თვეების საშუალო  ტემპერატურა +0,3 – +7,9 გრადუსის ფარგლებშია. იმ კლიმატურ ზონებში, სადაც ზამთრის თვეების  ტემპერატურა -5 -7 გრადუსია, ფაროსანას გავრცელება და გამრავლება არამდგრადია და შესაბამისად, მის მიერ მოტანილი ზიანი უმნიშვნელო.

აქვე შეგახსენებთ, რომ მავნებლის წინააღმდეგ  გადაცემა ,,აგრო სიახლეების“ გამოცხადებული კონკურსი ,,შეაგროვე და გაანადგურე აზიური ფაროსანა“ გრძელდება. კონკურსის წესებით მოთხოვნილი ვიდეოების გარდა, მოქალაქეები გადაცემის ავტორებს აზიური ფაროსანას განადგურების საკუთარ იდეებსაც სთავაზობენ.

სინქრონი:

დიმიტრი მანაგაძე – მოქალაქე.