სტიპენდიები “ფოტოგრაფია და სოციალური სამართლიანობა” – ბოლო ვადა 15.10.2019

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

Magnum-ის ფონდის და ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის უმაღლესი სკოლის ორგანიზებით, მიიღება განაცხადები სტიპენდიაზე „ ფოტოგრაფია და სოციალური სამართლიანობა“.

სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შეტანა შეუძლიათ, დამწყებ ფოტოჟურნალისტებსა და კინოდოკუმენტალისტებს მთელი მსოფლიოდან. პროგრამის მიზანია – შეიქმნას სტიპენდიანტების საერთაშორისო ქსელი, რომელიც გააერთიანებს ადამიანებს, რომელთაც არ ჰქონდათ წვდომა საკონსულტაციო დახმარებასთან და ფოტოგრაფიის განათლებასთან, მაგრამ გამოხატავენ აქტიურ პოზიციასა და იცავენ სოციალურ სამართლიანობას.

2020 წლის მარტიდან სტიპენდიანტები მიიღებენ მონაწილეობას ყოველკვირეულ ონლაინ შეხვედრებში, შემდგომში კი გაემგზავრებიან აშშ-ში, სემინარებში მონაწილეობის მისაღებად. პროექტის მონაწილეები ჩაერთვებიან პროექტებში, რომლებიც მიმართული იქნება სოციალური სამართლიანობის აღდგენისაკენ იქ, სადაც ასე არ არის.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადის შეტანის  ვადა: 15 ოქტომბერი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.