გეოგრაფია – მსოფლიო
სტიპენდიის მისაღებად განაცხადების შევსება შეუძლიათ ჟურნალისტებს, მეცნიერებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომლებსაც სურთ სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე მუშაობა.
ვუდროუ უილსონის საერთაშორისო ცენტრი (Woodrow Wilson International Center for Scholars) აცხადებს მიღებას 9 თვიან სასტიპენდიო პროგრამაზე, ვაშინგტონში.
სტიპენდიანტები განახორციელებენ კვლევებს, იმუშავებენ მათი ინტერესის სფეროში შემავალ პროექტზე, ექნებათ ურთიერთობა პოლიტიკური წრის წარმომადგენლებთან, უილსონის ცენტრის თანამშრომლებთან. ცენტრი იღებს განაცხადებს ისეთი პროექტების თაობაზე, რომლებიც ეხება ამერიკასა და მსოფლიოში არსებულ პრობლემებს.
სტიპენდიის სრული მოცულობა – 90 000 აშშ დოლარი
დაწვრილებით იხილეთ აქ.
ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.
ვადა: 1 ოქტომბერი 2020 წ.