სტიპენდიები ჟურნალისტიკაში ინოვაციური მიდგომებისათვის გეოგრაფია – მსოფლიო – ვადა 18.12.2020

რეინოლდის სახელობის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა (RJI), იღებს განაცხადებს ჟურნალისტიკის თეორიის და პრაქტიკის ინოვაციური იდეების ავტორებისაგან.  

ინსტიტუტი გთავაზობთ რეზიდენტულ და არარეზიდენტულ სტიპენდიებს და ასევე ორგანიზაციულ სტიპენდიებს. რეზიდენტული პროგრამის მონაწილეები 8 თვის განმავლობაში იცხოვრებენ სტუდენტურ ქალაქში, მისური, ამერიკა. მიიღებენ შესაძლებლობას ისარგებლონ ინსტიტუტის სასწავლო და ტექნიკური რესურსებით. სტიპენდიანტები ყოველთვიურად მიიღებენ 10 000 დოლარს და ასევე, ერთჯერადად ადაპტაციის ხარჯისთვის 10 000 დოლარს.

არარეზიდენტული სტიპენდიები განკუთვნილია ახალი ამბების ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის, ტექნოლოგიური და ამ სფეროსთან დაახლოებული კომპანიების თანამშრომლებისათვის, რომლებიც შეძლებენ საკუთარი იდეების განვითარების, მუშაობის პარალელურად.  ასეთი სტიპენდიანტები მიიღებენ 20 000 დოლარს 8 თვის განმვალობაში.
20 000 დოლარის ოდენობის სტიპენდიას მიიღებენ ორგანიზაციებიც და შეძლებენ აღნიშნული თანხით გადაუხადონ ხელფასი  ფრილანსერებს ან დროებით თანამშრომლებს, რომლებიც პროექტის განხორციელებაში იქნებიან ჩართული. 

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 18 დეკემბერი, 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp