სტიპენდიები ინოვაციებისთვის ჟურნალისტიკის სფეროში – ბოლო ვადა 17.01.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

რეინოლდსის ჟურნალისტიკის ინსტიტუტის სასტიპენდიო პროგრამა, იღებს განაცხადებს თეორიულ და პრაქტიკულ ჟურნალისტიკაში ინოვაციური იდეების ავტორებისაგან.

კოლუმბიაში, მისურის შტატში სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ მედიაპროფესიონალებს მთელი მსოფლიოდან. ინსტიტუტი გთავაზობთ როგორც სარეზიდენტო ისე არასარეზიდენტო სტიპენდიებს, მათ შორის სტიპენდიებს ორგანიზაციებისთვის.

სარეზიდენტო პროგრამის მონაწილეები მისურიში სტუდენტური ქალაქის ტერიტორიაზე 8 თვის განმვალობაში იცხოვრებენ. მიიღებენ საშუალებას გამოიყენონ ტექნიკური და სასწავლო რესურსები. მიეცემათ ყოველთვიურად 10 000 დოლარი სტიპენდიის სახით. ასევე, მიიღებენ ერთჯერად ადაპტირების სახსრებს 10 000 დოლარის ოდენობით.

არასარეზიდენტო პროგრამა განკუთვნილია საინფორმაციო და ტექნოლოგიური ორგანიზაციების თანამშრომლებისათვის. ისინი შეძლებენ მუშაობის გაგრძელებას და 8 თვის განმავლობაში მიიღებენ 20 000 დოლარის ოდენობის სტიპენდიას.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 17 იანვარი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp