სტიპენდიები ადამიანის უფლებებზე მომუშავე პროფესიონალებისთვის – ვადა 09.10.2020

გეოგრაფია – მსოფლიო

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევენ ჟურნალისტიკის, საერთაშორისო ურთიერთობის და იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს.

ორგანიზაცია Human Rights Watch (HRW) უძღვება კონკურსს ალან და ბარბარა ფინბერგის სახელობის სტიპენდიის მისაღებად. სტიპენდიანტები მიღებენ შესაძლებლობას ერთი წლის განმვალობაში იმუშაონ  HRW-ის ნიუ-იორკის ან ვაშინგტონის ოფისში. ამ პროცესში ისინი დაკავდებიან მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგით , ადგილზე წარმოებული კვლევებით, მოამზადებენ ანგარიშებს და მასალებს მედიისთვის.

სტიპენდია გრძელდება ერთი წლის განმავლობაში. იწყება 2021 წლის სექტემბერში. სტიპენდიის ოდენობა შეადგენს  60 000 დოლარს.

კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ადამიანის უფლების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება და ამ სფეროში კარიერის გაგრძელების სურვილი.  დამატებით უნდა ფლობდნენ შემდეგ უნარებს: ანალიტიკური აზროვნება, კვლევების განხორციელების გამოცდილება, ფლობდნენ ინგლისურს სრულყოფილად. დამატებითი ენების ცოდნა განიხილება, როგორც უპირატესობა.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 9 ოქტომბერი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp