სტიპენდია დამწყები ჟურნალისტებისა და მწერლებისთვის მთელი მსოფლიოდან – ბოლო ვადა 31.07.2019

გეოგრაფია: მთელი მსოფლიო

«Fear No Lit» – ლიტერატურული ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს უჩვეულო ლიტერატურული შთაბეჭდილებების შექმნაზე იწყებს განაცხადების მიღებას სტიპენდიების მსურველთათვის.

მონაწილეობა შეუძლიათ დამწყებ ავტორებს: ჟურნალისტებსაც და მწერლებს. (Submerging Writer Fellowship). პროგრამა გამარჯვებულ ავტორს აძლევს საშუალებას გამოსცეს წიგნის 125 ეგზემპლარი (საავტორო უფლებების შენარჩუნებით). ასევე სთავაზობს დახმარებას წიგნის პოპულარიზაციაში 500 დოლარის ოდენობით და სტიპენდიას ასეთივე ოდენობით.

მიიღება განაცხადები მონაწილეთაგან, რომელთაც მანამ არ გამოუქვეყნებიათ წიგნი, არ მიუღიათ მნიშვნელოვანი ჯილდოები და არ უსწავლიათ მაგისტრატურაზე.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 31 ივლისი 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.