სტიპენდია ამერიკაში ეკო ჟურნალისტიკის სემინარზე დასასწრებად – ბოლო ვადა 14.02.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო 

ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ეკოლოგიური საკითხების გაშუქებით, შეუძლიათ წარადგინონ განაცხადები აშშ-ში როდ აილენდის შტატში დაგეგმილ სემინარში მონაწილეობისთვის.

Metcalf Institute ინსტიტუტი განაცხადებს იღებს ჟურნალისტებისაგან მთელი მსოფლიოდან. სემინარი გაიმართება 7-12 ივნისს როდ აილენდის უნივერსიტეტის ოკეანოგრაფიის უმაღლეს სკოლაში. http://www.gso.uri.edu/ (URI)

სემინარის თემაა «ხარისხის საკითხი: როგორ ცვლის 2 გრადუსი ცელსიუსით მსოფლიოს“

მონაწილეები გაეცნობიან კლიმატის ცვლილების შესახებ მეცნიერების სხვადასხვა ასპექტს. გაიგებენ, თუ როგორ ატარებენ მეცნიერები კვლევებს. მიღებული უნარები მათ აუდიტორიისთვის რთული სამეცნიერო ინფორმაციის მარტივი ფორმით  მიწოდებაში დაეხმარებათ. პროგრამა ფარავს , მგზავრობის, სწავლების, საცხოვრებლის და კვების ხარჯებს.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 14 თებერვალი 2020 წ.