სტერეოტიპების პირისპირ – აქტივისტი ქალი პანკისიდან

ლუიზა მუთოშვილი – 29 წლის ახალგაზრდა აქტივისტ ქალს პანკისის ხეობაში ყველა იცნობს. ლუიზა იყო არაერთი სამოქალაქო პროტესტის მონაწილე და პანკისელი საზოგადოების საჭიროების გამჟღერებელი. ის ერთ-ერთი იყო რომელიც 21 აპრილს პანკისში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდა.

ლუიზამ საკუთარი შესაძლებლობები პოლიტიკაში, 2014 წლის თვითმართველობის არჩევნებში მოსინჯა. მისი მოწინააღმდეგე კაცი იყო.

ლუიზა მუთოშვილის ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი 7 წლის წინ პედაგოგობა გახდა. სახელმწიფო ენას პანკისის სოფელ დუისის საჯარო სკოლის ეთნიკურად ჩეჩენ მოსწავლეებს ასწავლის.