სტაჟირება ჰარვარდის უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში – ბოლო ვადა 15.01.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო

Knight Science Journalism Fellowship-ის პროგრამა სთავაზობს ჟურნალისტებს აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან ცხრათვიან სასტიპენდიო პროგრამას (აგვისტოდან მაისამდე). მონაწილეებისთვის შედგება ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, დაესწრებიან კურსებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა და ჰარვარდის უნივერსიტეტში. სტაჟირების აღნიშნულ პროგრამაზე განაცხადების შეატანა შეუძლიათ გამოცდილ ჟურნალისტებს , რომლებიც აშუქებენ სამეცნიერო, ტექნოლოგიურ, გარემოსდაცვით და ჯანდაცვის საკითხებს. 

პროგრამის მონაწილეები მიიღებენ  სტიპენდიას 70 000 დოლარის ოდენობით. დაუფინანსდებათ სწავლა, სამედიცინო დაზღვევა, კვლევებთან დაკავშირებული მგზავრობის ხარჯები, კონფერენციებზე დასწრება და უნივერსიტეტების რესურსებთან წვდომა.

განმცხადებელი უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას და უნდა ჰქონდეს არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 15 იანვარი 2020 წ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp