სტაჟირება ჟურნალისტებისათვის ევროკომისიაში (ბრიუსელი) – ბოლო ვადა 15.07.2019

გეოგრაფია: ევროკავშირი და სამეზობლო ქვეყნები

სტაჟირება ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისა და ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის 18-დან 30 წლამდე. 6-11 ოქტომბრამდე ბრიუსელში ევროკომისია გამართავს პროგრამას ჟურნალისტებისათვის, რომლის მიზანიც არის მონაწილე ქვეყნებში ევროკავშირის ღონისძიებების განხილვა. შერჩეულ კანდიდატებს ბრიუსელში მიიწვევენ. სტაჟირების დროს, მონაწილეებს შეეძლებათ დაესწრონ ტრენინგებს, იმუშავონ გამოცდილ ჟურნალისტებთან, ეწვიონ ევროკავშირის შტაბ-ბინას მედიის საკითხებში და ასვე სხვა დაწესებულებებს. მონაწილეებს მოეთხოვებათ – დაწერონ სტატია (400 – 1000 სიტყვა), გადაიღონ ვიდეო (2-3 წთ.). ვიდეო ან სტატია უნდა ასახავდეს იმ ღონისძიებებს ან პროექტებს, რომლებიც დაფინანსებულია რეგიონული განვითარების ევროპული ფონდის ან ერთიანობის ფონდის მიერ.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.