სტაჟირება მსოფლიო პრესის ინსტიტუტში – ბოლო ვადა 14.02.2020

გეოგრაფია – მთელი მსოფლიო 

მსოფლიო პრესის ინსტიტუტი (World Press Institute) გამოცდილ ჟურნალისტებს, რომლებსაც აქვთ სურვილი უკეთ გაიცნონ ამერიკული ჟურნალისტიკა, სთავაზობს სტაჟირების პროგრამას.  განაცხადის წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს, რომლებიც ცხოვრობენ ამერიკის საზღვრებს მიღმა.  სტიპენდიანტები გააშუქებენ სხვადასხვა სოციალურ თემას და გაეცნობიან თუ როგორ აკეთებს ამას ამერიკული მედია.

სტაჟირება შედგება 2020 წლის აგვისტოდან ოქტომბრამდე. მონაწილეები გაატარებენ სამ კვირას მინისოტაში, შემდგომში კი გაემგზავრებიან რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში. ამ ხნის განმავლობაში დაესწრებიან ბრიფინგებს, ჩაწერენ ინტერვიუებს და ა.შ.

პრეტენდენტებს უნდა ჰქონდეთ ჟურნალისტად მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურს და ჰქონდეთ ლიდერის თვისებები.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

განაცხადის ვადა: 14 თებერვალი 2020 წ.