სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული სენაკის გუნდი გახდა

პარაოლიმპიური თამაშების ისტორია და პირველი ქართველი პარაოლიმპიელები – აღნიშნულ თემაზე შექმნილი ნამუშევრით ქალაქ სენაკის მესამე საჯარო სკოლის გუნდი სპორტულ-შემეცნებითი ოლიმპიადა 2018-ის გამარჯვებული გახდა.

საპრიზო მეორე და მესამე ადგილები  ქუთაისის მეორმოცე და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვის საჯარო სკოლებმაგადაინაწილეს.

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა.

სპორტულ-შემეცნებითი თამაშები სასკოლო სპორტული ოლიმპიადის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაცია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა  და საქართველოს ეროვნულ ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით ატარებს.

 

სინქრონები:

ლერი ხაბელოვი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი;

ლევან კიკალიშვილი -საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანი;

ანი თეგეტაშვილი – სენაკის გუნდის წევრი.