“სოფლის მაშენებელი 2018”

“სოფლის მაშენებელი 2018” – “ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა” გადაცემა “აგრო სიახლეებმა” და “მაუწყებელთა ალიანსმა”  წარმატებული ფერმრები  გამოავლინა.

5 კატეგორიაში გამარჯვებულები პარტნიორ  მედიაში ხილვადობისა და სხვა ფერმერებისთვის ცოდნის გაზიარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ.

ნომინაციაში  წლის ფერმერი -ახალგაზრდა მეცხვარე გიორგი იმერლიშვილმა გაიმარჯვა. წლის ქალი ფერმერის ტიტული კი მეფუტკრე მარიამ კილაძემ მოიპოვა. წლის ბიომეწარმედ კობა დვალიშვილი დასახელდა, რომელმაც რამდენიმე წელია კენკროვანი კულტურის ბაღი გააშენა. რაც შეეხება ახალგაზრდა მეღვინეს –  ამ ნომინაციაში პრიზი  ბექა ჯიმშელაძეს ერგო, გიორგი ციხელაშვილს კი წლის ვეტერინარის.

სინქრონი:

  • გიორგი იმერლიშვილი – წლის ფერმერი;
  • მარიამ კილაძე – წლის ქალი ფერმერი;
  • ბექა ჯიმშელაძე – წლის მეღვინე.