სეს-ქვემო ქართლში ფიტოსანიტართა ჯგუფი აზიურ ფაროსანაზე აქტიურ მონიტოგრინგს ანხორციელებს

“ქვემო ქართლში აზიური ფაროსანა ფერომონებზე დაფიქსირებული არაა, თუმცა მავნებლის დაფიქსირების შემთხვევაში, ფიტოსანიტართა შესაბამისი ჯგუფი რეაგირებისთვის მზადაა“, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსი. მირანგული ლიპარტელიანის თქმით, აზიური ფაროსანას გავრცელების შემტხვევაში მის წინააღმდეგ საბრძოლველად სრულ მზადყოფნაშია, აქვთ კომუნიკაცია დასავლეთ საქართველოში მყოფ კოლეგებთან, რომლებიც მავნებელს უკვე ორი წელია ებრძვიან და მათ გამოცდილებას იზიარებენ.

სეს-ის რეგიონულ სამსახურში აღნიშნავენ, რომ აზიური ფაროსანას შესახებ მოსახლეობაც საკმაოდ ინფორმირებული და მობილიზებულია. მირანგულა ლიპარტელიანის თქმით, ადგილობრივები აზიური ფაროსანას შესახებ სხვადასხვა კითხვით ცხელ ხაზს აქტიურად მიმართავენ.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანასპროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

მირანგულა ლიპარტელიანი – სურსათის ეროვნული სააგენოს ქვემო ქართლის რეგიონალური სამსახურის უფროსი

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp