სეს –  აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები ათმაგდება [Video]

2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ტექნიკური საშუალებები გაათმაგებული რაოდენობით გამოიყენება. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ განაცხადა.  2017 წელს, უწყების განკარგულებაში 16 სამანქანო აგრეგატი იყო.

მისივე განმარტებით, მავნებლის საწინააღმდეგო სახელმწიფო პროგრამა მთელ ქვეყანას მოიცავს, პრეპარატების რაოდენობა კი 1 მილიონ ჰექტრამდე ფართობების დამუშავებისთვისაა გათვლილი.

რაც შეეხება, პროგრამის ფინანსურ ნაწილს – 2018 წელს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებისთვის 49 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის”  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც “ჟურნალისტიკის რესურსცენტრი” –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

სინქრონი:

ზურაბ ლიპარტია – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე.