სემინარი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის აღმოსავლეთ ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან – M100 Young European Journalists Workshop 2019 – ბოლო ვადა 16.06.2019

სემინარში მონაწილეობისათვის განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს 18-დან 26 წლამდე, ევროპიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი) ასევე, რუსეთიდან.

ევროპელი ახალგაზრდა ჟურნალისტებისათვის სემინარი М100, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს და DW-ს მხარდაჭერით გაიმართება 9-18 სექტემბერს პოტსდამსა და ბერლინში, გერმანია. თემა: „კითხვა ციფრულ სამყაროში- ინოვაციური ჟურნალისტიკა“.

პროგრამა შეიცავს როგორც თეორიულ ისე პრაქტიკულ სწავლებებს. დაინტერესებულმა ჟურნალისტებმა უნდა წარადგინონ პროექტის იდეა, რომელზეც ისურვებდნენ მუშაობას.

იხილეთ დაწვრილებით აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 16 ივნისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp