საქართველოში პირველი აგროდრონი დარეგისტრირდა

პირველი აგროდრონი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უპილოტო საჰაერო ხომალდების რეესტრში დაარეგისტირა.

პირველ რეგისტრირებულ აგროდრონს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ამოსაცნობი ნიშანი GE-002 მიენიჭა. დისტანციურად მართვადი დრონის მაქსიმალური ასაფრენი მასა 24,8 კგ-ს, ფრენის მაქსიმალური სიჩქარე 15 მ/წმ-ს, ხოლო ფრენის განსაზღვრული სიმაღლე, ზღვის დონიდან 2 000 მეტრს შეადგენს.

აგროდრონი აღჭურვილია ჩამოვარდნისგან თავდაცვის, მაღალი სიზუსტის რელიეფის ამომცნობი რადარის მოდულის, საფრქვევი და შესაწამლი სისტემებით. ამასთან სპეციალური სენსორის საშუალებით, დრონს შეუძლია გადაიღოს სპექტრული სურათები, რაც მიწის და მცენარეთა სტრუქტურის ანალიზის და მონიტორინგის საშუალებას იძლევა.

დამატებითი ინფორმაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაგან:

რა პერიოდის შემდეგ გასდის ვადა უპილოტო საფრენი საშუალების (დრონი) მართვის ლიცენზიას?

  • რეგისტრაციის მოწმობა ვარგისია უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის მანძილზე და არის უვადო. სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს უპილოტო საჰაერო ხომალდის არსებობის დადასტურება ყოველ 2 წელიწადში ერთხელ.

გამოიცადა თუ არა აგროდრონი რეალურ პირობებში?

  • რეგისტაცია არ ითვალისწინებს უპილოტო საჰაერო ხომალდის ე.წ. რეალურ პირობებში შემოწმებას.

რა სტატუსი უნდა ჰქონდეს დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის მისაღებად? (აგროდრონის შემთხვევაში)

  • უპილოტო საჰაერო ხომალდი რეგისტრირდება იურიდიული პირზე ან ფიზიკურ პირზე, რომელსაც შეუსრულდა 16 წელი, ყოველგვარი დამატებითი სტატუსის გარეშე.

თემაზე იმუშავა:

ნოდარ ლაფანაშვილი

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp