საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო ქსელი იქმნება [Video]

0

რას გულისხმობს 2018 წელს ძალაში შესული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი?-დოკუმენტის უკეთ გაცნობის მიზნით,  სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა რეგიონებში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ახალი პროექტის განხორციელება იწყება. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია NGO  სექტორის ქსელის შექმნა და გარემოსდაცვითი მიმართულებით მათი ჩართულობის გაზრდა.

პროექტის ორგანიზატორების  თქმით, ქსელი ითვალისწინებს 4 საკონსულტაციო ცენტრის ამოქმედებასაც, რომლებშიც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ერთმანეთს დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ამავე პროექტის ფარგლებში, რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერება გათავლისწინებუალია არა მხოლოდ გარემოსდაცვითი მიმართულებით, არამედ ადამიანის უფლებების დაცვის, ჯანდაცვის, სივრცითი მოწყობის და კიდევ ერაერთი სფეროს მიხედვით. პროექტის განმახროციელებლების თქმით, მთავარი მიზანია გაიზარდოს გადაწყვეტილებების მიღების დროს მოქალაქეთა აქტიურობა.

არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად პროექტის სამიზნე ჯგუფში მედიასფეროს წარმომადგენლებიც შედიან. ღონისძიების ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე ჩატარდება ტრენინგები ჟურნალისტებისთვისაც, რაც მიზნად ფართო აუდიტორისს სწორ ინფორმირებას ისახავს.

პროექტს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებენ ორგანიზაციები: „დედამიწის მეგობრბები“, „სითი ინსტიტუტი-საქართველო“, „თაობათა დიალოგი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“.

სინქრონები:

  • ნინო ჩხობაძე- ა/ო „დედამიწის მეგობრების“ წარმომადგენელი;
  • მამუკა სალუქვაძე- „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ დირექტორი;
  • ნუგზარ კოხრეიძე- „თაობათა დიალოგის“ წარმომადგენელი;
  • ირინა ფუტკარაძე- „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენელი.

ავტორები:

მარიამ ჩიქოვანი, სანდრო ხატიაშვილი.

 

 

Comments are closed.