საქართველოს ისტორიის უცნობი დეტალები რეგიონული მაუწყებლების ობიექტივში [Video]

“მაუწყებელთა ალიანსში” შემავალ რეგიონულ ტელევიზიებს საშუალება ექნებათ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული, წლების განმავლობაში გასაიდუმლოებული მასალები მედიაპროდუქტის წარმოებისას  გამოიყენონ.ამის შესახებ  22 თებერვალს „მაუწყებელთა ალიანსმა“  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან მემორანდუმი გააფორმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის დირექტორის ომარ თუშურაშვილის თქმით, მსგავსი სახის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ,რადგან არქივში დაცული დოკუმენტები ჩვენი ისტორიის არც თუ ცნობილ დეტალებს  ასახსვს და საზოგადოება უნდა იყოს ინფორმირებული საკუთარი წარსულის შესახებ.

“მაუწყებელთა ალიანსის” დირექტორთა საბჭოს წევრმა ნათია კუპრაშვილმა კი ყურადღება იმ ერთ-ერთ კონკრეტულ პროექტზე გაამახვილა ,რომელშიც შსს-ს არქივში დაცული მასალების გამოყენება მოხდება.მისი თქმით, არქივში დაცულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მალე “tok.tv-ზე” დაიწყება მცირემეტრაჟიანი დოკუმენრუტი ფილმების სერია, სახელწოდებით  “100 წელი”. ფილმები მოგვითხრობს საქართველოს ისტორიაში ბოლო 100 წლის განმავლობაში განვითარებულ ყველაზე საინტერესო და უცნობ ფაქტებზე.

შსს არქივი აერთიანებს ყოფილი სახემწიფო უშიშროების კომიტეტის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის არქივებს.სწორედ ამ მასალების გამოყენების საშუალება ექნებათ “მაუწყებელთა ალიანსში” შემავალ რეგიონულ მაუწყებლებს.

სინქრონები:

  • გივი მიქანაძე-შსს-ს აკადემიის რექტორი;
  • ნათია კუპრაშვილი-ჟურნალისტიკის რესურსცენტრის თავმჯდომარე;
  • ომარ თუშურაშვილის-შსს არქივის დირექტორი;
  • ავთანდილ გველებიანი- ტელეკომპანია “გურიას” დირექტორი.

ავტორები:

მარიამ ჩიქოვანი, დავით ჯიბუტი.

 

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp