საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს, “თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის” პროგრამის ფარგლებში – ბოლო ვადა 10.07.2019

გეოგრაფია: საქართველო

საგრანტო პროგრამა განკუთვნილია საქართველოში რეგისტრირებული იმ დამწყები კერძო და მცირე საწარმოებისთვის, რომელთა რეგისტრაციიდან ორ წელზე ნაკლებია გასული. განაცხადის შემოტანა ასევე შეუძლიათ რეგისტრაციის არმქონე ფიზიკურ პირს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს. პროექტი არ აკონკრეტებს, მაგრამ არ გამორიცხავს მედია ორგანიზაციების მონაწილეობას.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში გაცემული დაფინანსება განკუთვნილია მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტებისათვის და არ უნდა აღემატებოდეს პროექტის ბიუჯეტის, 90 პროცენტს და 100’000 ლარს.

დაწვრილებით იხილეთ აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივლისი 2019 წელი.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp