სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა – 8

გადაცემა “სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა” ამჯერად ქართველი სპორტსმენების პარიზში, მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატში ასპარეზობის შესახებ მოგითხრობთ. თბილისის 120-ე და ახალციხის მე-3 საჯარო სკოლების ვაჟებისა და გოგონების გუნდებმა საქართველოს სახელით კროსის მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზეს. ქართველი მოსწავლეები, მსოფლიოს 35-მდე ქვეყნის ახალგაზრდა სპორტსმენებთან ერთად პარიზში ერთი კვირა იმყოფებოდნენ. მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის ფარგლებში, გეზრბენში შეჯიბრის გარდა კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა, დაათვალიერეს ქალაქი და საქართველო თანატოლებს გააცნეს. სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა საქართველოში ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.