სასკოლო-სპორტული ოლიმპიადა – 15

საქართველოს ყველა რეგიონიდან სასკოლო-სპორტულ ოლიმპიადის ფინალისტი გუნდები თბილისში გამარჯვებულის გამოსავლენად შეიკრიბნენ. სანახაობრივად დატვირთული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ღონისძიების გახსნის ცერემონია. ფინალურ ეტაპზე 7 სპორტის სახეობა იყო წარმოდგენილი სადაც 15 სხვადასხვა სკოლის გამარჯვებულმა მოსწავლეებმა იასპარეზეს.

სასკოლო-სპორტული ოლიმპიდის ფინალისტები ერთი კვირის განმავლობაში თბილისში იმყოფებოდნენ. შეჯიბრის გარდა ახალგაზრდები ჩართულები იყვნენ სხვადასხვა სახალისო აქტივობებში. სპორტის 9 სახეობაში ბადმინტონში, კალათბურთში, ხელბურთში, გეზრბენში, ფრენბურთში, მინი ფეხბურთში, მაგიდის ჩოგბურთში, მხიარულ სტარტებსა და სპორტულ შემეცნებით თამაშებში საქართველოს მასშტაბით სკოლის მოსწავლეები პირველობისთვის ერთმანეთს მომავალ წელსაც შეეჯიბრებიან.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp