სასიამოვნოა, როდესაც ასეთი მამაკაცის მეუღლე ხარ, მაგრამ ამავდროულად რთულიც – ლაშა ტალახაძის მეუღლე

23 ივლისს ტოკიოში, საზაფხულო ოლიმპიადა იღებს სტარტს. 35 ქართველი ათლეტი სპორტის 11 სახეობაში შეეცდება მედლების მოპოვებას, მათ შორისაა იმერელი, რეკორდსმენი და უძლიერესი მამაკაცის ტიტულის მფლობელი ლაშა ტალახაძე.  სპორტსმენი +109 კგ წონით კატეგორიაში იბრძოლებს.

ამ ეტაპზე არ გვაქვს ის ფუფუნებაბევრმა რაღაცამ გაგვაბედნიეროსამიტომ აუცილებლად უნდა ვუგულშემატკივროთ ლაშას– ლაშა ტალახაძის მეუღლე ანა დემურია ოჯახზე, სპორტულ წარმატებებსა და გულშემატკივრობის ძალაზე საუბრობს.

სპორტი და ოჯახი

ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ასეთი მამაკაცის მეუღლე ხარ, მაგრამ ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო და რთულია. ყველაფერი რთულია, როცა მთელი წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე არის სახლში, თან ძალიან მზრუნველი ადამიანია და როცა ასეთია, კიდევ უფრო მეტად რთულია, როდესაც არ არის შენ გვერდით.

ძალიან თბილია. პიროვნულად ისეთი თვისებები აქვს რომ, ყველანაირად კომფორტს გიქმნის. იდეალური მამაა და ძალიან მეხმარება. ძალიან გვიყვარს როცა სახლშია, მაგრამ ეს ბედნიერება ხშირად არ გვაქვს.

მაქსიმალურად ვცდილობ სახლში შევუქმნა იდეალური პირობები, რადგან ძალიან დატვირთული და გადაღლილია. როდესაც სახლში მოდის გრაფიკი გაწერილი მაქვს, როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, ვცდილობთ  სადმე წავიდეთ. მისი  და ჩემი დრო ბავშვებს დავახარჯოთ  და ერთად ვიყოთ.  თუ გვაქვს იმის საშუალება რომ ქალაქიდან გავიდეთ და ერთად დავისვენოთ, რა თქმა უნდა პირველ რიგში ამას ვგეგმავთ. ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს, მოდის შაბათს და კვირას კვლავ ბრუნდება შეკრებაზე. თუ დასვენება უწევს შეკრებიდან შეკრებამდე რასაც ახერხებს, მაქსიმუმ ერთი კვირა ან  5 დღე, ისიც დღესასწაულებზე.

ტოკიოს ოლიმპიადა და პანდემია

პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა, ბოლოს ნორმალურად ნახვის საშუალებაც კი არ გვქონდა, ვერიდებოდით ლაშას, ზოგადად ნაკრებს, რომ მათ რაიმე საფრთხე არ შექმნოდათ. აქედან გამომდიანრე ბოლო ერთი თვე ნორმალურადაც არ გვინახავს.

ძირითადად ვცდილობ რომ შეჯიბრებაზე გავყვე, როცა არის შესაძლობლა, მაგრამ მე თუ არ მივყვები მისი ძმა მიდის, რომელიც ძალიან დიდი იმედია. რაღაც სხვანაირად ივსება, როდესაც ოჯახის წევრი უდგას გვერდით შეჯიბრებებზე. ახლა კი პანდემიიდან გამომდინარე ვეღარ ვახერხებთ. ჩემთვის პირადად ძალიან რთულია, როდესაც მის შეჯიბრებას ვესწრები. როდესაც იტალიაში ვიყავით არც ერთი მისი მისვლა არ მინახავს, ან შეტრიალებული ვიყავი ან გასული. როცა საქართველოში ვართ ფიზიკურად ვერ ვუყურებ, არ მაქვს იმის ძალა რომ ბოლომდე ვუყურო, მაქსიმალურად ვცდილობ სხვანაირი გულშემატკივრობით  დავეხმარო ლაშას.

ყველაზე დიდი წარმატება

ეს იყო პირველი ოლიმპიადა 2016 წელს. რიოს გამარჯვებამ ძალიან დიდი აღიარება მოუტანა ლაშას და მას შემდეგ, ღმერთის წყალობით, არც ერთი ჩავარდნა არ ყოფილა. სულ გამარჯვებული ბრუნდება საქართველოში და ფაქტიურად თვითონ არ გვაძლებს იმის საშუალებას რომ მოვდუნდეთ.

რა უნდა იცოდნენ ადამიანემბა ლაშა ტალახაძის შესახებ

უზომოდ კეთილი და ერთგული ადამიანია, ორი სიტყვაც კი საკმარიასია. თვალდახუჭულიც კი შეიძლება ადამიანი ენდოს. იმდენად კეთილია რომ, ფიზიკურად არ შეუძლია და ვერც გაიფიქრებს რომ ადამიანს რაიმე ცუდი უსურვოს. გვერდში მდგომი  და ძალიან საიმედო ადამიანია.

გულშემატკივრობის ძალა

როცა საქართველოს სახელით გადის საზღვაგარეთ და ამას შეუძლია საქართველოს გამარჯვება და ძალიან დიდი ემოცია მოუტანოს, აუცილებლად უნდა დავუდგეთ გვერდით და ვუგულშემატკივროთ. ამაზე დიდი სიხარული ქვეყნისთვის რა უნდა იყოს. პანდემიის პერიოში სამწუხაროდ არ გვაქვს ის ფუფუნება, ბევრმა რაღაცამ გაგვაბედნიეროს. ამიტომ აუცილებლად უნდა ვუგულშემატკივროთ ლაშას.

რომ მიდიოდნენ აეროპორტში გავაცილე, ყველა მონაწილის მიმართ ისეთი შეგრძნება მქონდა რომ, ბიჭები აუცილებლად გვასახელებენ!

სიამაყით ვივსები, როდესაც ვიცი რომ ამდენი ადამიანი გულშემატკივრობს, ძალიან მსიამოვნებს და მიხარია რომ ხალხისგან  აქვს მხარდაჭერა. ამდენი ყურადღება, ამდენი სიყვარული და სითბო. ზუსტად ვიცი,  ლაშასთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ ძალას მატებს და ეხმარება შედეგების დადებაში.

ლაშა ტალახაძე 1993 წლის 2 ოქტომბერს საჩხერეში დაიბადაიგი მსოფლიოსევროპისოლიმპიური და ევროპული თამაშების ჩემპიონიაარაერთი წარმატების შემდეგ სპორტსმენმა2016 წელს რიოდეჟანეიროს ოლიმპიადაზე ატაცში 215 კილოგრამი დაძლია და ამ მაჩვენებლით სულ რამდენიმე წუთით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდააკვრაში მესამე ცდაზე 258 კგაწია და საერთო ჩათვლაში 473 კილოგრამით ახალი მსოფლიო რეკორდის მფლობელი გახდაამ შედეგით ოლიმპიადის კვარცხლბეკზე უმაღლესი ადგილი დაიკავახოლო 2017 წლის ევროპის ჩემპიონატზერომელიც ხორვატიაში გაიმართამან ატაცში 217 კილოგრამი დააფიქსირა და ამით ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2017 წლის დეკემბერში აშშის ქალაქანაჰაიმშიგამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ ატაცში 220 კილოგრამის დაძლევით მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესახოლო საერთო ჯამში 477 კილოგრამის დაძლევით მან კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. 2018 წელსთურქმენეთისდედაქალაქაშხაბადში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტალახაძემ 474 კგდაძლია და მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარალაშა ტალახაძე მსოფლიოს ყველაზე ძლიერ ძალოსნად ორჯერ დაასახელეს. არის ღირსების ორდენისა და ბრწყინვალების ორდენის კავალერი.

ტოკიოს ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძე ნინო სალუქვაძესთან ერთად საქართველოს მედროშეა.

საქართველოს ბანკი – საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორი

წყარო © megatv.ge

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp