სათვალე – 38

  1. სტუდენტობა საოკუპაციო რეჟიმში – საქართველოს უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესი განახლდა, მათ შორის მათთვისაც ვინც სოკუპაციო ზოლს მიღმაა. თუმცა სამწუხაროდ, დე ფაქტო მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მათ განათლების მიღება ამ დროისათვის შეზღუდული აქვთ, ქვეყანაში გრიპის და წითელას ვირუსის გავრცელების საბაბით არაღიარებულმა სოხუმის მთავრობამ ე.წ. საზღვარი კიდევ ერთხელ ჩაკეტა – ტელეკომპანია “ოდიში”;
  2. როგორია ოკუპაციის შედეგი ციფრებში – ტელეკომპანია “დია”  შეეცადა ეჩვენებინა პოლიტიკური პროცესის ჰუმანიტარული გავლენები: ადამიანების გატაცება, ე.წ. სასმართლო პროცესები, უწყვეტ რეჟიმში მოძრავი გამყოფი ზოლი და კონტროლს მიღმა დარჩენილი დასახლებული პუნქტები;
  3. ექსკლუზიური ინტერვიუ ევროკავშირის სადამკვირვებო მისიის ხელმძღვანელთან, ერიკ ჰოგთან – JRC;
  4. მდგრადი სიყვარული ხეების მიმართ – გურიის ტელევიზიამ გაარკვია რომ ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ხე შეირჩია, ამჯერად მოგზაურობისთვის შეიძლება ლაითურში მდებარე ასწლოვანი კანფეტის ხე მოემზადოს;
  5. 73 წლის დანების მლესავი ბათუმიდან, ასლან ჯაფარიძე უკვე 25 წელია უცვლელ ადგილზე ყოველდღიურად დანების შელესვის მსურველებს ელოდება – TV25.
Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp