საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი პროპაგანდასთან ბრძოლაში [Video]

საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი ქვეყანაში პროპაგანდასთან ბრძოლის პროცესში – ამ თემაზე ევროკავშირის საპარლამენტო ასამბლეის კულტურის, მეცნიერების, განათლებისა და მედიის კომიტეტის სხდომაზე დამსწრეებს ნათია კუპრაშვილმა მიმართა.

მისი თქმით, საქართველოში ამ თემაზე მსჯელობა როგორც წარმატებული, ასევე ნაგატიური მაგალითებით შეიძლება. კუპრაშვილის თქმით, ანტიდასავლურ  პროპაგანდასთან შედეგიანი სტრატეგიით აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შეგვიძლია გამოვყოთ, რომელსაც კუპრაშვილის განმარტებით, მიმდინარე წელი პროპაგანდასთან ბრძოლის პერიოდად აქვს გამოცხადებული, აღნიშნულს კი ევროინტეგრაციის თემებზე მომზადებული საკუთარი კონტენტით ცდილობს. განსხვავებულ მაგალითს აჩვენებს, მედიაექსპერტის მოსაზრებით, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის სარედაქციო პოლიტიკა ამ კუთხით კითხვებს ბადებს.

საკომიტეტო სხდომაზე მედიის გარდა, კულტურასა და განათლების სფეროში არსებული პრობლემებიც განიხილეს.

სინქრონი:

ნათია კუპრაშვილი – ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“ კოორიდინატორი.