საერთაშორისო სემინარი ჟურნალისტებისათვის – ბოლო ვადა 19.05.2019

«კრიტიკული ჟურნალისტიკა ციფრულ ეპოქაში: ობიექტურ ინფორმაციაზე წვდომა ახალგაზრდებისათვის» – Cooperation and Development Network Eastern Europe ორგანიზებას უწევს სემინარს, რომელიც 2-7 ივლისს საქართველოში გაიმართება. სემინარში მონაწილეობისათვის განაცხადის შევსება შეუძლიათ 16-დან 35 წლამდე ჟურნალისტებს.

თემებს შორისაა: უფლებები ციფრულ ინფორმაციაზე და ახალი ონლაინ ინსტრუმენტები, რომელთაც ქსელში საზოგადოებასთან კავშირის გაუმჯობესება შეუძლია. პროგრამა მოიცავს თეორიულ ცოდნასაც, მუშაობას საშუალო ზომის ჯგუფებში, სემინარებს, დისკუსიებს და არაფორმალური სწავლების სხვა სახეობებს.

ორგანიზატორები უზრუნველყოფენ მონაწილეებს სწავლებისთვის საჭირო ყველა მასალით, საცხოვრებლით, კვებით, დაფარავენ ვიზის ხარჯს და მგზავრობის ხარჯის 80-90 %. მონაწილეობისღირებულება მერყეობს 20-50 ევროს შორის, ქვეყნიდან გამომდინარე.

იხილეთ დაწვრილებით ლინკზე.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 მაისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების შესახებ იხილეთ აქ.