საერთაშორისო ონლაინ პროგრამა Сivil Match იწყებს განაცხადების მიღებას – ვადა 22.07.2020

გეოგრაფია: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საფრანგეთი, საქართველო, გერმანია, მოლდოვა, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა.

Civil Match – ონლაინ-ნეთვორქინგ პროგრამა 10 ქვეყნისთვის. ეს გახლავთ კარგი შესაძლებლობა სანდო პარტნიორების მოძიებისა და საერთო პროექტების განხორციელებისათვის. ასევე, გახლავთ შესაძლებლობა მოემზადოთ ერთობლივი განაცხადისთვის, რომელსაც დასაფინანსებლად გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარუდგენთ.  განაცხადების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებს.

ეტაპები:

  • 24-26 ივლისი – ონლაინ კონფერენცია შერჩეული ორგანიზაციებისათვის.
  • 21-24 სექტემბერი –  Civil Match ფორუმი, რომელზეც მონაწილეები შეხვდებიან დონორებს. ასევე წარადგენენ  მედიის განვითარების, განათლების, კულტურის და ახალგაზრდული მიმართულების საერთაშორისო პროექტებს.
  • გრანტების მოცულობა გაჟღერდება ივლისის შეხვედრაზე. 

დაწვრილებით იხილეთ აქ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

ვადა: 22 ივლისი 2020 წ.