საგამოძიებო ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლის სტიპენდიები ჟურნალისტებისათვის ბალტიიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან – ბოლო ვადა 21.06.2019

საზაფხულო სკოლის სტიპენდიის მოპოვებისათვის განაცხადების გაგზავნა შეუძლიათ ჟურნალისტებს ბალტიისპირეთიდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან. საგამოძიებო ჟურნალისტიკის საზაფხულო სკოლა გაიმართება 14-17 აგვისტოს რიგაში, ლატვია. სკოლა ორგანიზებულია მედია კვლევების ცენტრის მიერ SSE Riga.

ტრენინგის თემებია: რედაქტირება, რადიო და პოდკასტები, ვიზუალიზაცია, ძიება ინტერნეტში, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის თემების გაშუქება და ა. შ. ძირითადი მომხსენებელი – ჟურნალისტი ქეროლ კადვალადრი, Cambridge Analytical საქმიანობის გამოძიების ავტორი.

სწავლების საფასური 350 ევროს შეადგენს. მონაწილეებს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან შეუძლიათ შეავსონ განაცხადი სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც ფარავს სწვალების და ადგილზე ცხოვრების ხარჯებს.

იხილეთ დაწვრილებით აქ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 21 ივნისი 2019 წ.

ინფორმაცია სხვა კონკურსების და გრანტების შესახებ იხილეთ აქ.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp