რუსული პროპაგანდა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია – კვლევის შედეგები

“ჟურნალისტიკის რესურსცენტრმა“ JRC ოთხ ქვეყანაში წარმოებული მედიის კვლევის შედეგები წარმოადგინა. კვლევის მიზანი იყო რუსული პროპაგანდის გამოკვლევა  მართლმადიდებლური საკითხების გაშუქების ჭრილში, კონკრეტულად კი, უკრაინის ავტოკეფალიის გაშუქების თემა. საკვლევი თემის გაშუქების ანალიზმა საქართველოში გავლენიანი მედიების პოლიტიკურ პოლარიზაცია დაადასტურა. კვლევისთვის საქართველოდან შემდეგი მედიასაშუალებები შეირჩა: „რუსთავი 2“, „იმედი“ Netgazeti.ge და Ipress.ge.

,,რუსთავი 2“- თან შეინიშნება მანიპულაციური გაშუქება საქართველოს საპატრიარქოს გარკვეული ნაწილისა და საქართველოს ხელისუფლებაზე რუსეთის გავლენის საჩვენებლად, ხოლო ,,იმედის“ მხრიდან ხელისუფლებისადმი ლოიალური მიდგომა გადაზრდილია საქართველოს საპატრიარქოსადმი ლოილაურ მიდგომაში.

კვლევით გამოიკვეთა, რომ ქართული მედიასაშუალებების პოლარიზება რუსული პროპაგანდის გავრცელებას დიდწილად უწყობს ხელს. საქართველოსთან ერთად, კვლევის ფარგლებში, სომხეთის, ბელორუსის, მოლდოვისა და უკრაინის შემთხვევები შეისწავლეს.

საქართველოში კვლევა Journalism Resource Center-მა ნათია კუპრაშვილის ავტორობით

განახორციელა. კვლევა ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წევრი ორგანიზაციების INTERNEWS UKRAINA, Media Diversity Institute (სომხეთი) და დამოუკიდებელ ჟურნალისტთა ცენტრთან (მოლდოვა) თანამშრომლობით.

კვლევის ძირითადი მიგნებები შეგიძლიათ იხილოთ აქ.