რუსული ელექტრო ენერგია აფხაზეთში საქართველოს თანადაფინანსებით და რატომ არ იციან ამის შესახებ სოხუმში მცხოვრებლებმა

ენგურჰესი აფხაზეთის ენერგო მომარაგებისთვის ფაქტობრივად ერთადერთი წყაროა. უკვე წლებია წყალსატევში წყლის დონის კლებასთან ერთად ენერგო მიწოდებაში შეფერხებებია. წელს მაგალითად, აფხაზეთში მცხოვრებლებს გეგმიურ 4 საათიან გათიშვებთან ერთად ავარიული გათიშვების ატანაც უხდებოდათ. ადგილობრივები ამბობენ, რომ ზარალდება ბიზნესი, ფერხდაბა ტურიზმი და მიზეზი თუ რატომ ვერ გვარდება პრობლემა წლებია მათთვის უცნობია. თემაზე მუშაობისას გავარკვიეთ, რომ რუსეთიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილი ენერგიის საფასურის დიდ ნაწილს საქართველოს ცენტრალური მთავრობა ფარავს, თუმცა ამ აქტის შესახებ სოხუმში არაფერი იციან.

ექსკლუზიური მასალა აფხაზეთიდან.

რესპონდენტების მიერ გამოყენებულ ტერმინოლოგიას ჩვენი რედაქცია ემიჯნება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გვეუბნება, რომ აფხაზეთის ენერგო მომარაგება საქართველოს ვალდებულებაა, იმის მიუხედავად ოკუპირებულია თუ არა ტერიტორია. ხოლო რაც შეეხება საკითხს თუ რატომ არ იციან სოხუმში მცხოვრებლებმა პროცესში საქართველოს როლის შესახებ, ქეთევან ციხელაშვილი გვპასუხობს, რომ ეს იმ პროპაგანდის შედეგია, რაც წლებია საქართველოსგან მტრის ხატის შექმნას ემსახურება.

© გადაცემა სათვალე – 83.