რუსეთი დეზინფორმაციით ცდილობს რეალობა შეცვალოს და ისტორია გადაწეროს -აშშ-ის საელჩო

“რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ.” – ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ. საელჩო ბოლო წლების განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაიანში შეჭრის თარიღებს წერს. 

“ფაქტები ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში – ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა ნაცისტებმა.” 

გუშინ, 13 ივნისს დეზინოფმრაციის საკითხზე ისაუბრა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმაც.

” როცა მესმის, რომ ამბობენ, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს 100%-ით რუსული დეზინფორმაციაა და აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. აშშ აკეთებს ყველაფერს, რაც შეგვიძლია, ომის შესაჩერებლად”, – თქვა ელჩმა  კელი დეგნანმა ამერიკა-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

Share on facebook
Share on twitter
Share on linkedin
Share on whatsapp